პაპუაშვილის კომენტარი 300$–ად, კალაძის და მდინარაძის კი 100–100$–ად დარეკლამდა – ივანიშვილის სიტყვის და გამოხმაურებების რეკლამირებაში TV იმედმა და PosTV-მ 1.4 ათასი დოლარი გადაიხადეს – “ფლანგვის დეტექტორი”

პაპუაშვილის კომენტარი 300$–ად, კალაძის და მდინარაძის კი 100–100$–ად დარეკლამდა – ივანიშვილის სიტყვის და გამოხმაურებების რეკლამირებაში TV იმედმა და PosTV-მ 1.4 ათასი დოლარი გადაიხადეს – “ფლანგვის დეტექტორი”
ს განცხადების რეკლამირებაში, რომელშიც იგი “ოს დებსა და ძმებისთვის” ბოდიშის მოხდის მზაობას გამოთქვამს, სამთავრობო არხებმა TV იმედმა და PosTV-მ 1.4 ათასი დოლარი გადაიხადეს. ამის შესახებ ინფორმაციას “ფლანგვის დეტექტორი” ავრცელებს.
ორგანიზაცია წერს, რომ TV იმედმა მამუკა მდინარაძის გამოხმაურებისა და გორში ჩატარებული შეხვედრის ვიდეოს დარეკლამებაში საერთო ჯამში 200 დოლარი გადაიხადა.
გაცილებით მეტი თანხა გადაიხადა ტელეკომპანია PosTV-მ. ბიძინა ივანიშვილის განცხადების დარეკლამებაში ტელეკომპანიამ 700$ გადაიხადა, ს გამოხმაურებაში დამატებით 300$, მამუკა მდინარაძისა და კახა კალაძის კომენტარები კი 100-100 აშშ დოლარით დარეკლამდა.
როგორც ირკვევა, 14 სექტემბრის შემდეგ, მხოლოდ “ქართული ოცნების” Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე განთავსებული პოსტების დარეკლამებისთვის დაახლოებით 600 აშშ დოლარი არის დახარჯული. აღსანიშნავია, რომ “ქართული ოცნების” წევრებმა, მ და შალვა პაპუაშვილმაც გადაიხადეს თანხა თავიანთი პოსტების დარეკლამებაში, რომლებიც ძირითადად ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ეხმაურებოდა. ამ მიზნით მამუკა მდინარაძემ 100$ დახარჯა, ხოლო შალვა პაპუაშვილმა – 200$.