კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე და პარტია “გახარია – საქართველოსთვის” ლიდერი, გიორგი გახარია ორბელიანების სასახლეში მივიდნენ.
როგორც გიორგი გახარია და მამუკა ხაზარაძე აცხადებენ, კომენტარს შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთებენ. როგორც ცნობილია, მათ დღეს პირისპირ შეხვედრაც ჰქონდა, თუმცა შეხვედრის დასრულების შემდეგ, ლიდერებმა განაცხადეს, რომ კონსულტაციები გრძელდება.
შეგახსენებთ, რომ „ძლიერი საქართველოსა“ და „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერები გაერთიანებასთან დაკავშირებით მოსალაპარაკებლად პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში პირველად 16 სექტემბერს მიიწვია.
ორბელიანების სასახლეში “ძლიერი საქართველოს” ლიდერს, მამუკა ხაზარაძესა და “გახარია – საქართველოსთვის” ლიდერს გიორგი გახარიას შორის პირველი შეხვედრა 17 სექტემბერს შედგა, თუმცა აუდიენცია კონკრეტული გადაწყვეტილების გარეშე დასრულდა.