მჯერა, ბანკები სწორ ნაბიჯს გადადგამენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ფინანსური ინსტიტუტები ჩამოიშლება – ივა ჭყონია

“სანქციებს თუ არ დაექვემდებარა ეროვნული ბანკი, ეს იქნება ძალიან ცუდი, მაგრამ ეჭვი არ მეპარება, რომ კომერციული კერძო ბანკები სწორ ნაბიჯს გადადგამენ”, – ამის შესახებ “აირჩიე ევროპას” დამფუძნებელმა ივა ჭყონიამ EUGBC-ის წევრი და პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლების -ს ელჩთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ჭყონიამ მედიასთან განაცხადა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს ფინანსური სექტორი ჩამოიშლება.
“ეს სანქციები დაწესებულია კონკრეტული ადამიანების მიმართ და არა ქართველი ხალხის. სანქციები დაწესებულია პერსონალურად იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ქართველი ხალხის მიმართ ჩადიან დანაშაულს.
კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რამდენად სახიფათოა ეს ვითარება მომავლისთვის. სანქციებს თუ არ დაექვემდებარა ეროვნული ბანკი, ეს იქნება ძალიან ცუდი, მაგრამ ეჭვი არ მეპარება, რომ კომერციული კერძო ბანკები სწორ ნაბიჯს გადადგამენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენს ქვეყანაში ფინანსური ინსტიტუტები ჩამოიშლება და ზედმეტი იქნება საუბარი ინვესტიციებზე, ან ქვეყნის განვითარებაზე. თუ ჩვენ არ შევასრულეთ სანქციის ვალდებულებები, საკმაოდ სერიოზული პრობლემები ექნება ბიზნესსაც და ქვეყანასაც”, – განაცხადა ივა ჭყონიამ.
ვრცლად BMG – ზე