EY ელოდება, რომ გლობალური M&A ბაზარი ორწლიანი ვარდნის შემდეგ, 2024 წელს გაიზრდება

შერწყმისა და შესყიდვების ტრანზაქციების (M&A) მთლიანი რაოდენობა, გლობალურად 2024 წელს შეიძლება გაიზარდოს, ორწლიანი შემცირების შემდეგ, მაგრამ 2021 წლის რეკორდულ მაჩვენებელზე გაცილებით დაბალი იქნება – ნათქვამია EY-ის კვლევაში.
როგორც მოსალოდნელია საბაზისო სცენარის თანახმად, მინიმუმ 100 მილიონი დოლარის ღირებულების კორპორაციული ტრანზაქციების რაოდენობა 2024 წელს 21%-ით, ხოლო მომავალ წელს 18%-ით გაიზრდება.
-ს ფედერალური სარეზერვო ბანკის მოსალოდნელმა გადაწყვეტილებამ ამ კვირაში საპროცენტო განაკვეთების შემცირების შესახებ შესაძლოა ასევე გაზარდოს M&A აქტივობა, რადგან თანხების მოზიდვის ღირებულება ეცემა.
ხელოვნური ინტელექტის (AI) მზარდი განვითარება ასევე განაგრძობს შერწყმიას და შესყიდვის სტიმულირებას.
„ტექნოლოგიური სექტორი უდავოდ „ყველაზე ცხელია“ 2024 წელს აშშ-ს M&A აქტივობის აღორძინების შემდეგ, რაც რაც დიდწილად განპირობებულია კომპანიების შიშით, რომ ხელიდან არ გაუშვან ხელოვნური ინტელექტის ბუმი, განუცხადა MarketWatch-ს EY Americas-ის ვიცე-თავმჯდომარემ მიჩ ბერლინმა. – ჩვენ ველით, რომ მოთხოვნა გენერაციულ AI-ზე გააგრძელებს აქტივობის მაღალ დონეს 2025 წელს“.
EY-ის მონაცემებით, შეერთებულ შტატებში M&A მოცულობამ იანვარ-აგვისტოში 1,1 ტრილიონი დოლარი შეადგინა, რაც 26%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ტრანზაქციების რაოდენობა გაიზარდა 23%-ით – 948-მდე.