„ვოლვო ქარ საქართველოს“ მხარდაჭერით საქართველოში პირველად „ვოლვო რეგატა“ გაიმართა

საქართველოს საიალქნო კლუბმა იალქნიანი ნავების შეჯიბრს – „ვოლვო რეგატას“ უმასპინძლა. რეგატაში, რომელიც „ვოლვო ქარ საქართველოს“ მხარდაჭერითა და საქართველოს საიალქნო კლუბის ორგანიზებით გაიმართა, ქართველი პროფესიონალი აფროსნები მონაწილეობდნენ. შეჯიბრება იალქნიანი საკრეისერო ნავების რბოლაში მოეწყო და გამარჯვებულებს ფულადი ჯილდო გადაეცათ. შვედური ბრენდის ქართული წარმომადგენლობა უკვე ორი წელია, „საქართველოს საიალქნო კლუბისა“ და ქვეყანაში სპორტის ამ მიმართულების განვითარების აქტიური მხარდამჭერია.