როდესაც სრულიად უსუსურია ოპოზიცია, ერთადერთი, რაც მას აქვს გასაკეთებელი არის ის, რომ ხელოვნურად სცადოს არჩევნების დისკრედიტაცია, თუმცა აქაც მათი რესურსი უკიდურესად მწირია

როდესაც სრულიად უსუსურია ოპოზიცია, ერთადერთი, რაც მას აქვს გასაკეთებელი არის ის, რომ ხელოვნურად სცადოს არჩევნების დისკრედიტაცია, თუმცა აქაც მათი რესურსი უკიდურესად მწირია
ჩვენ გვაქვს დაახლოებით 60 პროცენტი ამ ეტაპზე და საბოლოო ჯამში იმედი გვაქვს, რომ 26 ოქტომბერს 60 პროცენტზე მაღალი შედეგი დაფიქსირდება, ამისათვის ყველანაირი წინაპირობა არის შექმნილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რადიკალური ოპოზიცია და მთლიანად ოპოზიცია ძალიან მძიმედ აგებს ამ არჩევნებს.
„ჩვენ გვაქვს დაახლოებით 60 პროცენტი ამ ეტაპზე და იმედი გვაქვს, რომ 60 პროცენტს გადავცდებით ძალიან მალე. საბოლოო ჯამში ვიმედოვნებთ, რომ 26 ოქტომბერს 60 პროცენტზე მაღალი შედეგი დაფიქსირდება, ამისათვის ყველანაირი წინაპირობა არის შექმნილი. ასეთ დროს ერთადერთი, რაც დარჩენია ოპოზიციას და მასთან დაკავშირებულ ე.წ. ენჯეოებს, ეს არის სწორედ საარჩევნო პროცესის დისკრედიტაცია, რასაც ისინი მუდმივად აკეთებდნენ წლების განმავლობაში და სიურპრიზი არ არის, რომ წელსაც იმავეს აკეთებენ და გააკეთებენ.
საბოლოო ჯამში ჩვენ ველოდებით მსგავსი სცენარის განვითარებას, რაც განვითარდა წინა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როცა მაშინ ენჯეოების ხელით გაყალბდა პივიტი, გაყალბდა სხვა მონაცემები არჩევნებთან დაკავშირებით.
იყო დეზინფორმაციული კამპანია ცესკო-ს, არჩევნების ლეგიტიმაციის წინააღმდეგ. ეს ყველაფერი იქნება, როდესაც სრულიად უსუსურია ოპოზიცია, ერთადერთი, რაც მას აქვს გასაკეთებელი არის ის, რომ ხელოვნურად სცადოს არჩევნების დისკრედიტაცია, თუმცა აქაც მათი რესურსი არის უკიდურესად მწირი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენი ევროპული გზა არის გზა ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან ერთად. გზა, რომელიც შერიგებით იწყება. გზა, რომელიც მიჯნავს ძმობას და მტრობას, ომის სურვილს და ომის სინანულს, ომის დამნაშავეს და ომის მსხვერპლს

„ნაციონალური მოძრაობა“ მუდმივ საბოტაჟს უწყობს რუსთავის მოსახლეობას, ეს მაგალითი კარგად გვიჩვენებს, თუ რა კატასტროფა შეიძლება დატრიალდეს საქართველოში, შეუძლებელი რომ მოხდეს და ხელისუფლებაში დაბრუნდნენ