ირაკლი კობახიძე გრიგორი კარასინის განცხადებაზე – არ არის საინტერესო გარედან მოსმენილი განცხადებები

ჩვენთვის არ არის საინტერესო გარედან მოსმენილი განცხადებები, -ასე პასუხობს პრემიერ-მინისტრი, ს ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელის, გრიგორი კარასინის განცხადებას, რომ „საქართველო პოლიტიკურად მომწიფდა“
პრემიერის თქმით, „მთავარია ეროვნული ინტერესები“.
” ჩვენი ოპონენტები საუბრობენ ხოლმე ხან კუბილიუსის, ხან რუსი პოლიტიკოსების განცხადებებით, ჩვენთვის მთავარია ჩვენი ეროვნული ინტერესები. ერთადერთი, რითაც ვაფასებთ საკუთარ გადაწყვეტილებებს, ეს არის ის, თუ რამდენად შეესატყვისება ჩვენი ნაბიჯები ჩვენს ეროვნულ ინტერესებს“-განაცხადა მ.
შეგახსენებთ, რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელი, გრიგორი კარასინი გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ს მიერ გორში გაკეთებულ შემდეგ განცხადებას: „”26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე “ნაციონალურმა მოძრაობამ” 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები”.
კარასინი მიიჩნევს, რომ უკანასკნელი 16 წლის განმავლობაში საქართველო პოლიტიკურად მომწიფდა, მარადიული დაპირისპირების უპერსპექტივობა ბევრისთვის ცხადი გახდა.

ასევე დაგაინტერესებთ

„როგორც ვიცი, კესარია საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში იყო მონათლული და სიცოცხლეში არასდროს უარუყვია ეს რწმენა, შესაბამისად, მისთვის წესის აგება არა მხოლოდ დასაშვები, არამედ ამ ეკლესიის ვალდებულებაც კი არის“ – მამა ლეონ გელოვანი