“აშშ-ის სანქციები ვერ იქნება მსუბუქი… ვწუხვართ შეხვედრის შემდეგ პრემიერის განცხადების გამო” – საელჩო

აშშ-ის საელჩოდან “მთავარი არხის” წერილობით შეკითხვას, ვისი ინიციატივით შედგა შეხვედრა ელჩ რობინ დანიგანსა და პრემიერს შორის გუშინ, 17 სექტემბერს მთავრობის ადმინისტრაციაში და რაზე ისაუბრეს მხარეებმა, ასე უპასუხა:
“შეხვედრა პრემიერმა მოითხოვა. ვწუხვართ შეხვედრის შემდეგ პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადების გამო. არც ერთი ქვეყანა არ უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას ისე, როგორც შეერთებული შტატები. არც ერთი ქვეყანა არ ყოფილა საქართველოს ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარების ისეთი მხარდამჭერი, როგორც შეერთებული შტატები და არცერთ ქვეყანას არ გაუკეთებია იმაზე მეტი, რომ მხარი დაეჭირა საქართველოს თავდაცვისუნარიანობისთვის, ვიდრე შეერთებულ შტატებს. -ის სანქციები ვერ იქნება მსუბუქი, მაგრამ ეს არის სანქცირებული პირების ქმედებების პირდაპირი შედეგი. შეერთებული შტატების მთავრობის პოლიტიკის არჩევანი აკისრებს ანგარიშვალდებულებას საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს და მათ, ვინც ძირს უთხრის საქართველოში დემოკრატიასა და ქართველი ხალხის უფლებებს. საქართველოს მთავრობას შეუძლია კვლავ დაუბრუნდეს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებით, ანტიდემოკრატიული კანონმდებლობის გაუქმებით, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო რეფორმის გატარებითა და მნიშვნელოვანი და გაზომვადი პროგრესის დემონსტრირებით”.
ცნობისთვის, ცოტა ხნით ადრე, გავრცელდა ელჩის კომენტარიც:
“ძალიან მოკლედ ვიტყვი- საქართველოს ხელისუფლების ქმედებები, ბოლოდროინდელი ანტიდემოკრატიული ქმედებები, დეზინფორმაცია აშშ-სა და დასავლეთის შესახებ და განცხადებები, როგორც პრემიერმა გუშინ გააკეთა – არც ერთი არ ეხმარება საქართველოს ან ქართველ ხალხს. ქმედებები და განცხადებები, რომელიც საქართველოს კიდევ უფრო იზოლირებას ახდენს დასავლეთისგან, ევროპისგან და შეერთებული შტატებისგან, არ არის ქართველი ხალხის ინტერესებში. ქართველი ხალხის დიდმა უმრავლესობამ თქვა, რომ მათი მომავალი ევროპასთან და დასავლეთთან ერთადაა, და ქმედებები და განცხადებები, რომლებიც საქართველოს იზოლირებას ახდენს, ამ მიზანს არ ემსახურება. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ მსოფლიოში არ არსებობს აშშ-ზე ძლიერი მხარდამჭერი ქართველი ხალხისა და ქართველი ხალხის ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ. ჩვენ გავაგრძელებთ ქართველი ხალხის მხარდაჭერას და გავაგრძელებთ დახმარებას საქართველოს გახდეს უფრო ძლიერი, ეკონომიკურად უფრო აყვავებული ქვეყანა, რომელიც იქნება ევროკავშირის წევრი, და განცხადებები, რომელიც საქართველოს შეერთებული შტატებისგან იზოლირებას ცდილობს, არავისთვისაა სასარგებლო.”

ასევე დაგაინტერესებთ

„როგორც ვიცი, კესარია საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში იყო მონათლული და სიცოცხლეში არასდროს უარუყვია ეს რწმენა, შესაბამისად, მისთვის წესის აგება არა მხოლოდ დასაშვები, არამედ ამ ეკლესიის ვალდებულებაც კი არის“ – მამა ლეონ გელოვანი