საქსტატის ინფორმაციით, ზეთსა და სხვა საკვებ პროდუქტებზე ფასები შემცირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, ნოემბრის თვის მონაცემებით, ზეთსა და სხვა საკვებ პროდუქტებზე ფასები შემცირდა.
„სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 3.1-პროცენტიანი კლება, რაც -1.08 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (-19.4 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (-11.7 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (-9.2 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (-3.5 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (-2.5 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა ხილსა და ყურძენზე (12.2 პროცენტი), ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე (6.3 პროცენტი), თევზეულზე (5.0 პროცენტი), მინერალურ და წყაროს წყალზე,
უალკოჰოლო სასმელებსა და ნატურალურ წვენებზე (2.7 პროცენტი)“, – აღნიშნულია საქსტატის მონაცემებში.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში – 0.2%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.1% შეადგინა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნაურუს რესპუბლიკის მხრიდან ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკასთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების პატივისცემა და დაცვა არის ჯანსაღი საერთაშორისო ურთიერთობების საფუძველი