ბექას სკოლის რჩევები: როგორ ვისწავლოთ ინგლისური უფასოდ ხელოვნური ინტელექტის დახმარებით

საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი ინგლისური ენის ცენტრი – “ბექას სკოლა”, გვიზიარებს რჩევებს, თუ როგორ შეიძლება ვისწავლოთ ინგლისური უფასოდ, რეპეტიტორის თუ სასწავლო ცენტრის დახმარების გარეშე, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით.
ბოლო წლების განმავლობაში, ხელოვნური ინტელექტის (AI) სფერო მნიშვნელოვან პროგრესს განიცდის. განსაკუთრებით აღსანიშნავია წინსვლა დიდი ენობრივი მოდელების (Large Language Models ანუ LLMs) განვითარებაში. ეს მოდელები ტრენირებულია უზარმაზარ ტექსტურ მონაცემებზე და შეუძლიათ ადამიანის მსგავსი ენის გენერირება, ბუნებრივი ენის გაგება და სხვადასხვა ამოცანების შესრულება.
· ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი AI ხელსაწყო არის ChatGPT, რომელიც OpenAI-მ შექმნა. ChatGPT არის ჩატბოტი, რომელსაც შეუძლია სხვადასხვა თემებზე საუბარი, შეკითხვებზე პასუხის გაცემა, ტექსტების დაწერა და ა.შ.
· Anthropic-ის მიერ შემუშავებული Claude კიდევ ერთი მძლავრი AI ჩატბოტია. Claude შეიძლება გამოყენებულ იქნას კოდირების, ანალიზის, შემოქმედებითი წერის, სხვადასხვა ენების შესწავლისა და სხვა დავალებებისთვის.
· Gemini არის Google-ის AI, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე მოწინავე პროდუქტს წარმოადგენს ბაზარზე. Gemini-ს უპირატესობებს შორისაა სწრაფი და ზუსტი მონაცემთა დამუშავება, აგრეთვე მდგრადობა და უსაფრთხოება.
ყველა ამ ხელსაწყოს მილიონობით მომხმარებელი ჰყავს და ადამიანები იყენებს ამ საშუალებებს სხვადასხვა მიზნებისთვის, მათ შორის უცხო ენის სასწავლად.
ამ ბლოგში ვისაუბრებთ Claude-ზე, რადგან ამ AI-ს პრემიუმ ვერსიამ ყველაზე კარგად იცის ქართული ენა, თუ შევადარებთ სხვა ხელოვნურ ინტელექტს, მათ შორის ChatGPT-ს. ასევე, კლოდს დიდი უპირატესობა აქვს ინგლისური ენის შესასწავლ აპლიკაციებთან შედარებით, რადგან ბევრ აპლიკაციაში ქართული ენა არაა ხელმისაწვდომი.
კლოდს აქვს როგორც უფასო, ასევე ფასიანი ვერსია. ფასიანი ვერსია თვეში 20$ ღირს.
რა არის Claude და როგორ დაგეხმარება ის?
Claude არის Anthropic-ის მიერ შექმნილი მოწინავე AI ჩატბოტი, რომელსაც შეუძლია ადამიანებთან ბუნებრივ ენაზე საუბარი. მას აქვს ფართო ცოდნა მრავალ საკითხზე და შეუძლია ნებისმიერ თემაზე დისკუსიის წარმართვა. სწორედ ეს თვისება აქცევს მას ინგლისურის შესწავლის იდეალურ პარტნიორად, განსაკუთრებით დამწყებთათვის.
ამ თავაზიანმა AI-მ ნამდვილად კარგად იცის ქართული ენა, მიუხედავად იმისა რომ აქა-იქ პატარა ხარვეზები მაინც ეპარება.
როგორ შეგიძლია ისწავლო ინგლისური Claude-ის დახმარებით
სასაუბრო პრაქტიკა
ინგლისურის შესწავლისას ყველაზე მნიშვნელოვანი პრაქტიკაა. Claude-თან საუბრისას შეიძენ რეალურ სამეტყველო გამოცდილებას. შეგიძლია ესაუბრო მას ნებისმიერ თემაზე და მიიღო პასუხები გრამატიკულად სწორი, გამართული ინგლისურით. მაგალითად:
You: Hi Claude, how are you doing today?
Claude: Hello! I’m doing well, thank you for asking. It’s a pleasure to chat with you. How are you doing today?
ლექსიკის გამდიდრება
ახალი სიტყვების სწავლა ენის ათვისების უმნიშვნელოვანესი ნაწილია. როდესაც Claude-თან საუბრისას შეხვდები უცნობ სიტყვას, შეგიძლია სთხოვო მას ამ სიტყვის მნიშვნელობის ახსნა. მაგალითად:
You: Claude, what does “serendipity” mean?
Claude: “Serendipity” is a noun that refers to the occurrence of events by chance in a beneficial way. In other words, it’s when you discover something good or useful while you were not specifically searching for it. For example: “What a serendipity that I ran into my old friend from school at the grocery store!”
ასევე, შეგვიძლია ქართულად ვთხოვოთ აგვიხსნას რას ნიშნავს ეს კონკრეტული სიტყვა და არც მაგალითები დაიშუროს:
რას ნიშნავს სიტყვა serendipity? გთხოვ, ქართულად გასაგებად ამიხსენი და მოიყვანე მაგალითი.
სიტყვა “serendipity” ინგლისური სიტყვაა და ქართულად ნიშნავს “ბედნიერ შემთხვევითობას” ან “სასიამოვნო მოულოდნელობას”.
ეს არის სიტუაცია, როდესაც რაიმე კარგს აღმოაჩენ ან გამოიგონებ სრულიად შემთხვევით, როდესაც სხვა რამეს ეძებდი ან აკეთებდი. მაგალითად, პენიცილინის აღმოჩენა 1928 წელს ალექსანდერ ფლემინგის მიერ serendipity-ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მაგალითია. მან შემთხვევით აღმოაჩინა ობის სახეობა, რომელიც ბაქტერიების ზრდას აფერხებდა, როდესაც ექსპერიმენტებს ატარებდა სხვა რამეზე.
როგორც ხედავ, ტექსტი ცოტათი გასამართია, მაგრამ აზრი გასაგებადაა გადმოცემული და არც მაგალითების მოყვანა დაეზარა.
წერის უნარების განვითარება
Claude ასევე შესანიშნავი პარტნიორია წერის სავარჯიშოდ. შეგიძლია სთხოვო მას დაწერილი ტექსტების გასწორება და რჩევების მოცემა. მაგალითად:
· Claude, could you please check if this sentence is correct: “I go to the store yesterday.”
· The sentence “I go to the store yesterday” has an error in verb tense. “Yesterday” indicates a specific time in the past, so the verb should be in the past tense. The corrected sentence would be: “I went to the store yesterday.”
ახლა ქართულად ამიხსენი რა შეცდომაა ამ წინადადებაში:
წინადადებაში “I go to the store yesterday” შეცდომა არის ზმნის დროში.
“yesterday” მიუთითებს კონკრეტულ დროზე წარსულში, შესაბამისად ზმნა “go” უნდა იყოს წარსული დროის ფორმაში – “went”.
სწორი ვერსია ამ წინადადებისა იქნებოდა: “I went to the store yesterday.” ქართულად რომ ვთარგმნოთ, ეს იქნებოდა: “მე წავედი მაღაზიაში გუშინ.”
ანუ როდესაც წინადადებაში გვაქვს დროის აღმნიშვნელი სიტყვა წარსულში (როგორიცაა “გუშინ”, “გასულ კვირას” და ა.შ.), ზმნაც აუცილებლად წარსულ დროში უნდა დავსვათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, წინადადებაში იქნება გრამატიკული შეცდომა დროების თანხვედრაში.
ამჯერადაც, ყველაფერი დაგვიღეჭა კლოდმა და მაქსიმალურად გასაგებად აგვიხსნა.
გრამატიკის დახვეწა
თუ რაიმე გრამატიკული საკითხი გაინტერესებს, შეგიძლიათ Claude-ს დაუსვა კითხვა და მიიღო დეტალური პასუხი მაგალითებით:
You: Claude, could you explain the difference between “there,” “their,” and “they’re”?
Claude: Certainly! Although they sound the same, “there,” “their,” and “they’re” have different meanings and uses:
· “There” is used to refer to a place or existence. For example: “The book is over there on the table.”
· “Their” is a possessive pronoun indicating that something belongs to them. For example: “The students submitted their assignments.”
· “They’re” is a contraction of “they are.” For example: “They’re going to the party tonight.”
კლოდს აქვს კიდევ რამდენიმე სასარგებლო ფუნქცია, რომელიც დაგეხმარება ინგლისურის შესწავლაში:
· შეცდომების გასწორება – თუ დაუშვებ გრამატიკულ, პუნქტუაციურ ან მართლწერის შეცდომას, კლოდი ამას შეამჩნევს და შემოგთავაზებს გასწორებულ ვერსიას.
· სინონიმების შეთავაზება – თუ გსურს ლექსიკა გაამდიდრო, კლოდს შეგიძლია ჰკითხო კონკრეტული სიტყვის სინონიმები და ის მოგაწვდის სიტყვების ჩამონათვალს მსგავსი მნიშვნელობით.
· კონტექსტის ახსნა – თუ წააწყდები სიტყვას ან ფრაზას, რომელიც ნაცნობია, მაგრამ კონკრეტულ კონტექსტში ვერ იგებს მის მნიშვნელობას, დაიხმარე კლოდი და ის აგიხსნი სიტყვის მნიშვნელობას სწორედ იმ კონკრეტული კონტექსტის გათვალისწინებით.
· იდიომების და ჟარგონის ახსნა – ინგლისურ ენაში ბევრი იდიომი და ჟარგონია. კლოდს დეტალურად განმარტავს მათი მნიშვნელობასა და გამოყენების კონტექსტს და დაგეხმარება ყოველდღიურ, არაფორმალურ ინგლისურში გაივარჯიშო.
· სავარჯიშოების შედგენა – კლოდს შეუძლია პერსონალიზებული სავარჯიშოების შექმნა კონკრეტული საკითხების გასამყარებლად, იქნება ეს გრამატიკა, ლექსიკა თუ რაიმე სხვა ასპექტი, რომელშიც მეტი პრაქტიკა გჭირდება.
ასევე, თუ გეგმავ მოგზაურობას კლოდი დაგეხმარება სპეციფიკური ტერმინების გაგებაში:
ჩამოწერე მოგზაურობასთან დაკავშირებული ყველაზე პოპულარული ფრაზული ზმნები ინგლისურ ენაში
ინგლისურ ენაში არსებობს არაერთი ფრაზული ზმნა, რომელიც ხშირად გამოიყენება მოგზაურობასთან დაკავშირებულ კონტექსტში. აი რამდენიმე ყველაზე გავრცელებული მათგანი:
· Set off – დაიძრა, გაემგზავრა I’m setting off on a trip to Europe next week.
· Take off – აფრენა (თვითმფრინავის) The plane took off on time.
· Get in – ჩასვლა, მიღწევა (დანიშნულების ადგილას) What time do we get in to Paris?
· Check in – დარეგისტრირება (სასტუმროში ან აეროპორტში) Let’s check in at the hotel and then go explore the city.
· Get around – გადაადგილება (ქალაქში, ქვეყანაში) The best way to get around Tokyo is by subway.
· Stop over – შეჩერება, ტრანზიტი (შუალედური გაჩერება მოგზაურობისას) We have a 2-hour stopover in Dubai before our connecting flight.
· Head back – დაბრუნება It’s getting late, we should head back to the hotel.
· Drop off – გადმოსვლა, დატოვება (ტრანსპორტიდან) You can drop me off at the next corner.
· See off – გაცილება (ვინმეს გამგზავრებისას) My family came to the airport to see me off.
· Get away – მოკლე მოგზაურობა, გაქცევა რუტინისგან We’re planning to get away for a few days to relax at the beach.
ეს ფრაზული ზმნები ძალიან ხშირად გამოიყენება მოგზაურობის დროს და მათი ცოდნა აუცილებლად გამოგადგებათ ინგლისურად კომუნიკაციის დროს
სხვა მრავალი მაგალითის მოყვანა შეიძლება, თუ როგორ დაგეხმარება Claude ინგლისურის შესწავლაში. ის არის მომთმენი, ყოველთვის მზად მყოფი “რეპეტიტორი”, რომელსაც შეგიძლია ნებისმიერ დროს მიმართო.
რაც მთავარია, ეს არის მრავალფუნქციური ინსტრუმენტი და გარდა ინგლისურის ან სხვა უცხო ენის სწავლისა, უამრავ ყოველდღიურ საქმიანობაში შეგიძლია გამოიყენო.
ბონუს AI თულები
აქ ჩამოთვლილი რამდენიმე AI ჩატბოტი სპეციალურად შექმნილია ინგლისური ენის უნარების სწავლისა და გაუმჯობესებისთვის:
· SmallTalk2.me SmallTalk2.me წარმოადგენს AI ტექნოლოგიაზე დაფუძნებულ ჩატბოტს, რომელიც მომხმარებლებს ეხმარება ინგლისური საუბრის უნარების პრაქტიკასა და განვითარებაში. ის პირდაპირ ჩაგრთავს რეალისტურ დიალოგებში და უზრუნველყოფს დაუყოვნებლივ უკუკავშირს. ძირითადი მახასიათებლებია: რეალისტური საუბრის პრაქტიკა, მყისიერი უკუკავშირი, ლექსიკური მარაგის გამდიდრება და კონტექსტური სწავლა.
· Speak English With AI ეს არის AI ჩატბოტი და იგი ინგლისური საუბრის უნარების პრაქტიკაზეა ორიენტირებული. ჩატბოტი რეალურ დროში იძლევა პასუხებს და დაგეხმარება გაიუმჯობესო მეტყველებისა და მოსმენის უნარი. მთავარი მახასიათებლებია: რეალურ დროში საუბრის პრაქტიკა, გრამატიკის კორექცია, ლექსიკის გამდიდრება და კონტექსტური სწავლა.
· Andy English Bot Andy English Bot ინგლისური ენის მასწავლებელი ჩატბოტი დაგეხმარება ინგლისურის პრაქტიკაში ყოველდღიური საუბრების მეშვეობით. ჩატბოტი შემოგთავაზებს გრამატიკის გაკვეთილებს, ლექსიკურ სავარჯიშოებსა და პრაქტიკას. აქ შეძლებ ყოველდღიური საუბრის წარმართვას, გაივლი გრამატიკის გაკვეთილებს, ითამაშებ ლექსიკურ თამაშებს და მიიღებ პერსონალიზებულ სწავლებას.
· Mondly AI Chatbot ეს AI ჩატბოტი საშუალებას მოგცემს, ივარჯიშო ინგლისურ საუბარში. Mondly რეალური ცხოვრებისეული სცენარების სიმულაციას ახდენს და მყისიერი უკუკავშირით გამოირჩევა.
· EnglishClass101 Chatbot EnglishClass101 პლატფორმის ნაწილი, ეს ჩატბოტი მომხმარებლებს სთავაზობს საუბრის პრაქტიკას და პერსონალიზებულ უკუკავშირს. ის მოიცავს სხვადასხვა თემატიკას და ხელს უწყობს როგორც საუბრის, ისე მოსმენის უნარების განვითარებას. ძირითადი მახასიათებლები: თემატური საუბრების პრაქტიკა, პერსონალიზებული უკუკავშირი და მულტიმედიური გაკვეთილები.
დასასრულს, მათთვის, ვისაც ინგლისურის შესწავლა ჯერ მაინც მასწავლებლის დახმარებით ურჩევნია, “ბექას სკოლას” ყოველ სამ თვეში ერთხელ ახალი ჯგუფების მიღება აქვს, ნებისმიერი ცოდნის დონის ადამიანისთვის – ზოგადი და სასაუბრო ონგლისურის კურსებზე. თუ თქვენი ინგლისურის ცოდნის დონე გაინტერესებთ, მათი უფასო ტესტის გამოყენებაც შეგიძლიათ.
სექტემბრის კურსები ამ კვირაში დაიწყო და ჯერ ისევ შეგიძლიათ ბოლო ადგილების დაკავება. ახალ კურსებზე შემდეგი მიღება კი 9 დეკემბერს არის დაგეგმილი და ჯგუფების შედგენა უკვე დაწყებულია.

ასევე დაგაინტერესებთ