Guardian-მა შესაძლოა მსოფლიოში უძველესი საკვირაო გაზეთი Observer სტარტაპს მიჰყიდოს

ბრიტანული Guardian Media Group (GMG) აწარმოებს მოლაპარაკებებს მსოფლიოში უძველესი საკვირაო გაზეთის Observer-ის ონლაინ სტარტაპ Tortoise Media-ზე გაყიდვაზე, წერს Financial Times.
Guardian-მა თანამშრომლებს შეატყობინა, რომ მიიღო შეთავაზება Tortoise–სგან და აწარმოებდა მოლაპარაკებებს.
გარიგების შემოთავაზებული პირობები არ გახმაურებულა. შეთავაზებას არ აქვს ფულადი სახსრების დიდი კომპონენტი, მაგრამ მოიცავს ვალდებულებას მნიშვნელოვანი ინვესტიციისთვის, რომელიც დაიცავს გამოცემის მომავალს, იტყობინებიან FT–ის წყაროები.
Tortoise–ის თქმით, აპირებს 25 მილიონ ფუნტზე მეტი ინვესტიცია ჩადოს Observer-ში ხუთი წლის განმავლობაში და მზად არის გააგრძელოს გაზეთის გამოქვეყნება კვირაობით.
Observer-ის გაყიდვა „სთავაზობს შანსს გააძლიეროს Observer-ის პოზიციები ინვესტიციების გზით და Guardian-ს საშუალებას მისცემს ფოკუსირება მოახდინოს საკუთარ ზრდის სტრატეგიაზე“, – თქვა GMG-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ანა ბეიტსონმა.
Tortoise დაარსდა 2019 წელს The Times-ის ყოფილმა რედაქტორმა ჯეიმს ჰარდინგმა და -ს ყოფილმა ელჩმა დიდ ბრიტანეთში მეთიუ ბარზუნმა.
interfax