რუსული Rosatom-ი საქართველოში ჰესების მშენებლობით არის დაინტერესებული – TASS

რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი სახელმწიფო კორპორაცია Rosatom-ი საქართველოსა და სომხეთში მცირე სიმძლავრის ჰესების მშენებლობით არის დაინტერესებული, ამის შესახებ „როსატომ სერვისის“ გენერალურმა დირექტორმა ევგენი სალკოვმა გამოცემა Tass-თან განაცხადა.
Tass-ის ინფორმაციით, კომპანია „როსატომ სერვისი“, რომელიც წარმოადგენს Rosatom-ის შვილობილ კომპანიას და ჰიდროენერგეტიკულ პროექტებსაც ახორციელებს, ყირგიზეთში უკვე მეორე ჰესის მშენებლობით არის დაკავებული.
ევგენი სალკოვის თქმით, კომპანია საქართველოსა და სომხეთში ინვესტიციების განხორციელებას და მცირე სიმძლავრის ჰესების მშენებლობას განიხილავს.
„როსატომ სერვისი“ წარმოადგენს Rosatom-ის შვილობილ კომპანიას, რომელიც ჰიდროენერგეტიკულ პროექტებსაც ახორციელებს.
Rosatom-ი რუსეთსა და რუსეთს გარეთ ატომური ელექტროსადგურების მშენებლობითა და ოპერირებით არის დაკავებული.