პარტიაში მიმდინარე დაპირისპირებაზე კომენტარს უმრავლესობის წევრები აკეთებენ – პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალის” წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ენმ-ში მიმდინარე დაპირისპირება 2024 წლისთვის დაგივრგვინდება იმით, რომ პარტია გადალახავს ან ვერ გადალახავს 5%-იან ბარიერს.
“ნაციონალურ მოძრაობაში” ისეთი ამბავი მიმდინარეობს, რომ დედა შვილს და სააკაშვილი ხაბეიშვილს არ აიყვანს ხელში. რეალურად, ვერც საკრებულოს წევრებმა ვერ გაარჩიეს, ის ხაბეიშვილია დედანი თუ ასლი არის მელია.
“ნაციონალურ მოძრაობაში” ახლა ზუსტად ის პროცესი მიმდინარეობს, რაც მათ სურდათ საქართველოში. ამიტომ, ეს კარგი პროცესი 2024 წლისთვის დაგვირგვინდება იმით, რომ გადალახავს ან ვერ გადალახავს ხუთპროცენტიან ბარიერს, მათ შორის, ოპოზიციაში ეს ე.წ. მთავარი პოლიტიკური ძალა, რომელსაც სურს, ზუსტად ეს სტატუსი შეინარჩუნოს.
რასაც ვუყურებთ, მგონი, ოპოზიციურ ფლანგზეც ვერ შეინარჩუნებენ მთავარი პოლიტიკური პარტიის სტატუსს, რადგან უკვე ერთმანეთს ისე დაერივნენ, რომ გამშველებელიც აღარ დარჩება ცოტა ხანში,” – აღნიშნა “ხალხის ძალის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა.