ივანიშვილის განცხადების შემდეგ, ცხინვალი კობახიძის პოზიციითაა უკმაყოფილო

ოსური მედიის ინფორმაციით, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ საქართველოში, საპარლამენტო ს წინა პერიოდში, ქართულ-ოსური ურთიერთობების თემა, ასე თუ ისე, გამოყენებული იქნება შიდა პოლიტიკურ საარჩევნო ბრძოლაში.
“როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოში მმართველი პარტიის “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის ს განცხადების შემდეგ, რომ ოსი ხალხისთვის ბოდიშის მოხდის აუცილებლობა იდგა 2008 წლის აგვისტოში სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ განხორციელებული შეიარაღებული აგრესიის გამო, ქვეყნის პრემიერ მინისტრმა მ განაცხადა, რომ საქართველოში ამას არავინ აპირებს”, – აცხადებენ დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროში.
უწყებაში [დე ფაქტო] აღნიშნეს, რომ კობახიძის პოზიცია, რომელიც გმირებად მიიჩნევს თავის თანამემამულეებს, “რომლებიც იბრძოდნენ სამხრეთ ოსეთის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, ხოლო ოსებს, რომლებიც იცავდნენ თავიანთ მიწას – მკვლელებად, სრულად შეესაბამება იმ დამახინჯებულ წარმოდგენას, რომელიც საქართველოში რეალური მდგომარეობის შესახებ იყო ჩანერგილი.
“თუმცა, ურთიერთობების დამყარების პერსპექტივა არ შეიძლება დამოკიდებული იყოს კონკრეტულ მომენტში საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე. სამწუხაროდ, ოსი ხალხის ისტორიაში არის ძალიან ბევრი სისხლიანი ლაქა და მოუშუშებელი ჭრილობა საქართველოს პოლიტიკისა და ქართველი პოლიტიკოსების მიერ 1920, 1989-2004 და 2008 წლებში”.
დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა ისიც, რომ ჩადენილი ქმედებების გააზრების გარკვეული ტენდენცია, რომელიც დღესაც ითარგმნება საარჩევნო პროცესის ლოგიკის კონტექსტში, როგორც ჩანს, მომავალში პრაქტიკულ ღონისძიებებს გულისხმობს.
“მოველით, რომ ეს რეალური ნაბიჯი, რომელიც ადასტურებს ბატონი ივანიშვილის მიერ გამოთქმული კეთილი ზრახვების გულწრფელობას, უახლოეს მომავალში გახდება საქართველოს იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტური უარი სამხრეთ რესპუბლიკის წინააღმდეგ ძალის გამოყენების შესაძლებლობაზე ან საფრთხეზე სამხრეთ ოსეთისა და ს რესპუბლიკებთან მიმართებაში,” – აცხადებენ სამინისტროში [დე ფაქტო].
დე ფაქტო სამინისტრომ აღნიშნა, რომ სამხრეთ ოსეთის განვითარების პოლიტიკური ვექტორი ისტორიულად გაცნობიერებული არჩევანია, “რომელიც განპირობებულია ს ფედერაციასთან მოკავშირე და ინტეგრაციული კავშირების ყოვლისმომცველი გაძლიერების აუცილებლობით”, რაც რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების გარანტს წარმოადგენს.
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილი ლიდერი ედუარდ კოკოითი ბიძინა ივანიშვილის განცხადებას გამოეხმაურა ტელეგრამ არხის მეშვეობით, სადაც ამბობს, რომ ოსებითვის აუცილებელია “ერთიანი, პრინციპული და მკაცრი პოზიციის ქონა”.
“თუ საქართველო ოსი ხალხის წინაშე პასუხისმგებლობითაა გამსჭვალული, მაშინ, პირველ რიგში, თბილისმა სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა უნდა აღიაროს, ხელი მოაწეროს ყველა აუცილებელ ხელშეკრულებას, მშვიდობისა და საომარი მოქმედებების არგანახლების გარანტიას, ამავდროულად კი, დღის წესრიგში დააყენოს საკითხი საქართველოს მიერ ოკუპირებული ოსური ტრუსოვსკი (თრუსო), გუდსკი (გუდაური) და სხვა ტერიტორიების დაბრუნების საკითხი”, – განაცხადა კოკოითმა.
კოკოითის თქმით, 1920 წლიდან სამხრეთ ოსეთისთვის მიყენებული ეკონომიკური ზიანის გათვალისწინებით, 10 მილიარდი დოლარი, რომლის შესახებაც ადრე საქართველოს პრემიერ-მინისტრები აცხადებდნენ, საკმარისი არ არის.
“მაგრამ ეს საერთოდ არ არის მთავარი. ვინ დაგვიბრუნებს ათიათასობით მოკლულ და-ძმას? ვინ შეამსუბუქებს დაკარგვის ტკივილს ოჯახისა და მეგობრების? ჩვენ ამას არასოდეს დავივიწყებთ და არასოდეს ვაპატიებთ”, – აღნიშნა მან.
კოკოითის თქმით, მსოფლიოში არსებული დაძაბული სიტუაციიდან გამომდინარე,”შეერთებული შტატებისა და კოლექტიური დასავლეთის მცდელობებისთვის, წამოიწყონ ომის რუსეთის საზღვრების გარშემო”, სამხრეთ ოსეთი [დე ფაქტო] მზად არის, რუსეთთან ერთად იბრძოლოს “მშვიდობისთვის და თავიდან აიცილოს სამხრეთ კავკასიაში ომის ახალი წყარო”.
სამხრეთ ოსეთის [დე ფაქტო] ყოფილი ლიდერის თქმით, მისთვის ცნობილია “ქართული ელიტის ღალატის ისტორიული უნარის” შესახებ, ხოლო გაბატონებული გარემოებებისა და ისტორიული გამოცდილების გათვალისწინებით, “სწორედ რუსეთის გამოჩენამ კავკასიაში დაამყარა რეგიონში მშვიდობა”.
“რუსეთი ყოველთვის დგას კავკასიაში მცხოვრები ხალხების ინტერესების საკეთილდღეოდ, ხოლო ზოგჯერ- საკუთარი ინტერესების საზიანოდ. აუცილებელია დავაფასოთ და ვიყოთ მადლიერი რუსეთისა და რუსი ხალხის მიმართ, მშვიდობისთვისა და განვითარებისათვის, რომელიც სწორედ რუსეთის წყალობით გაჩნდა ახლად ჩამოყალიბებულ კავკასიურ სახელმწიფოებში”, – განაცხადა კოკოითმა.
კოკოითი აღნიშნავს, რომ საქართველოსთან მშვიდობიანი ურთიერთობა სწორედ რუსეთის პირობებით უნდა იყოს შექმნილი, რომ საქართველომ და სამხრეთ კავკასიის სხვა მეზობელმა სახელმწიფოებმა საფრთხე ვერ შეუქმნან მშვიდობასა და სტაბილურობას მთელ რეგიონში არარეგიონული ქვეყნებისა და სამხედრო ბლოკების ინტერესების გამო.
“ჩვენ მზად ვართ სამართლიანი დიალოგისთვის თანაბარ პირობებში, დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით: სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოებია, რომელთა სტატუსი არანაირ განხილვასა და გადახედვას არ ექვემდებარება.
სხვა გზები მიუღებელია ჩვენი ხალხებისთვის, სწორედ ამიტომ მივმართავ ჩემს აფხაზ ძმებს და დებს პასუხისმგებლობით აღსავსე რთულ დროს. ჩვენ ერთად მივაღწიეთ ჩვენი მოსახლეობისთვის ისტორიულ გამარჯვებას და ერთად უნდა გადავწყვიტოთ ჩვენი აღდგენილი სახელმწიფოების მომავალი. რუსეთის გარეშე, რუსეთთან საიმედო ალიანსის გარეშე, ეს მომავალი შესაძლოა არ გვქონდეს”, – განაცხადა კოკოითმა.

ასევე დაგაინტერესებთ