კორუფციის არარსებობის ინდექსით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია, აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში კი ლიდერობს

მსოფლიო ბანკის „გლობალური კეთილდღეობის მონაცემთა ბაზა“ კორუფციის არარსებობის ინდექსს აქვეყნებს, რომელიც „მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის“ 11 წლიანი კვლევის შედეგებს ეფუძნება. კორუფციის არარსებობის შეფასების 100% იანი სისტემით საქართველომ 68% დაიმსახურა და ლატვიასთან და მალტასთან ერთად თანაბარი შეფასებით ევროპის საუკეთესო ოცეულში 18-ე ადგილზე, მსოფლიოში კი 29-ე პოზიციაზე გავიდა.
ინდექსის მიხედვით ირკვევა, რომ საქართველო კორუფციის არარსებობით უსწრებს დიდი შვიდეულის ერთ ქვეყანას, ევროკავშირის და ნატოს 14 წევრს და ევროკავშირის კანდიდატ ყველა სახელმწიფოს: იტალიას, ჩეხეთს, სლოვაკეთს, სლოვენიას, ხორვატიას, უნგრეთს, საბერძნეთს, კვიპროსს, რუმინეთს, ბულგარეთს, ალბანეთს, თურქეთს, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიას, ბოსნოა ჰერცოგოვინას, მოლდოვას და ს. საქართველო პირველ ადგილზეა კავკასიასა და შავი ზღვისპირეთში და ლიდერობს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში.

ასევე დაგაინტერესებთ

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ზაზა დიასამიძე: იყო ხელვაჩაურელი და ემსახურო ხელვაჩაურს, ეს ნიშნავს უფრო მეტ პასუხისმგებლობას შენს მოსახლეობასთან – ხელვაჩაური ჩემთვის არის დღევანდელი დღე

ოლო თვეების განმავლობაში აქტიურად ვმუშაობდით თურქულ მხარესთან, რათა აღდგენილიყო პირდაპირი ავიამიმოსვლა საქართველოსა და თურქეთის დედაქალაქებს შორის- მოხარულები ვართ, რომ ანკარაში, საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის დროს საბოლოოდ გადაწყდა აღნიშნული საკითხი