2019 წლიდან 100-ზე მეტი პროექტია განხილული – რაზე მუშაობს და რა გამოწვევები აქვს PPP სააგენტოს?

საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ლევან ბატიაშვილი ამბობს, რომ ამოქმედებიდან, ანუ 2019 წლიდან დღემდე, სააგენტოს 100-ზე მეტი პროექტის შემოთავაზება აქვს განხილული, საიდანაც მშენებლობის პროცესში 14-ია გადასული. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს, „აზიის განვითარების ბანკის“ (ADB) ღონისძიების დაწყებამდე განუცხადა.