საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind Tbilisi სტარტაპ ეკოსისტემების ლიდერებს უმასპინძლებს

საქართველოს ბანკი სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებაზე ორიენტირებული პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. ამ მიზნით, ბანკი არაერთი წელია, Startup Grind Tbilisi-სთან პარტნიორობს. ამჯერად კი, 18 სექტემბერს, სტარტაპ გრაინდის ორგანიზებითა და ს მხარდაჭერით, სინგაპურის, იაპონიისა და დუბაის სტარტაპ ეკოსისტემების ლიდერებთან შეხვედრა გაიმართება. შეხვედრაზე მოწვეული სპიკერები დაფინანსების მოძიების პროცესში ამბის თხრობის მნიშვნელობაზე ისაუბრებენ.
ღონისძიების სპიკერია კურტის ბერგი, სტარტაპ გრაინდ სინგაპურის ხელმძღვანელი. იგი სტარტაპებს გაუზიარებს ხერხებს, თუ როგორ შეუძლიათ ეფექტიანად წარმოაჩინონ საკუთარი ხედვები და პროდუქტები ინვესტორების წინაშე, რათა კაპიტალი მოიზიდონ. იგი ასევე განიხილავს გლობალურ ბაზრებზე არსებულ უნიკალურ შესაძლებლობებს, როგორიცაა ვენჩერული კაპიტალის ფინანსური ჰაბები.