მაღალრეიტინგული ყაზახური ფინანსური ჯგუფის წევრი Halyk Bank Georgia – Moody’s-მა Halyk-ის რეიტინგი გააუმჯობესა

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody’s Investors Service-მა ყაზახეთის საფინანსო ჯგუფის Halyk-ის გრძელვადიანი სადეპოზიტო რეიტინგი ისტორიულად მაღალ ნიშნულამდე “Baa1” სუვერენულ დონემდე „სტაბილური“ პროგნოზით გაზარდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება ყაზახეთის სუვერენული საკრედიტო რეიტინგის Baa2-დან Baa1 დონემდე გაზრდის და პროგნოზის „პოზიტიურიდან“ „სტაბილურად“ შეცვლის შედეგი იყო. საკრედიტო სააგენტოში განმარტავენ, რომ ეს განპირობებული იყო Moody’s-ის შეფასებით, რომლის მიხედვითაც ინსტიტუციონალური და პოლიტიკური გარემოს გაუმჯობესების თანხვედრამ ეკონომიკის ნახშირწყალბადის ნარჩენების გათავისუფლების დივერსიფიკაციის მდგრად დინამიკასთან უკვე აამაღლა და ყაზახეთის შოკების მიმართ მდგრადობას კიდევ უფრო გააძლიერებს.
Moody’s-ში ელიან, რომ ბანკი თავისი დაკრედიტების შესაძლებლობის მაჩვენებლების შენარჩუნებას შეძლებს, რომელიც ბოლო ორ-სამ წელიწადში გაუმჯობესდა და რომ მისი ზრდადი და განვითარებადი ფრენჩაიზი შემოსავლიანობას შეუწყობს ხელს.
გარდა ამისა, სარეიტინგო სააგენტოს პროგნოზით, გაზრდილი ეკონომიკური მდგრადობა რისკის ღირებულებას შეზღუდავს, მაშინ როდესაც მძლავრი სადეპოზიტო ბაზის საფუძველზე სტაბილური ფულადი რესურსების ლიკვიდურობას შეუწყობს ხელს.
გაზრდილი რეიტინგი Moody’s-ის იმ მოლოდინებს ასახავს, რომლის მიხედვითაც საოპერაციო სივრცის გაუმჯობესება, ბანკს თავისი კაპიტალის, ლიკვიდურობის და მოგებიანობის შენარჩუნების შესაძლებლობას მისცემს. ამასთან, გააუმჯობესებს აქტივებს და მათ ვოლატილობას შეამცირებს.
სარეიტინგო სააგენტოში Halyk-ის მაღალ კაპიტალიზაციას და მისი აქტივების გაუმჯობესებას უსვამენ ხაზს. ამასთან, 2024 წლის პირველ ნახევარში ბანკის საკრედიტო პორტფელში პრობლემური სესხების წილი 7.2%-მდე შემცირდა. უნდა აღინიშნოს, რომ ეს მაჩვენებელი 2023 წლის ბოლოსთვის 7.5%, 2021 წელს – 8.6%, 2020 წელს კი 12.3% იყო. გარდა ამისა Moody’s-ში აღნიშნავენ, რომ ბანკს ძლიერი ფრენჩაიზი აქვს, რაც წმინდა მოგების მაღალი დონით გამოიხატება, საშუალო აქტივების 4%-ის უკუგებით.
“ძალიან სასიხარულოა საერთაშორისო ექსპერტების ასეთი მაღალი შეფასება. რეიტინგის მაჩვენებლის პოზიტიური ცვლილება ბანკის მიმართ სანდოობას ზრდის. აქედან გამომდინარე, ქართველ მომხმარებელს აქვს სტაბილურობის განცდა, ვინაიდან იცის, რომ “ხალიკ ბანკი საქართველოს” უკან დიდი ყაზახური კაპიტალია, რომელიც ამ მდგრადობას უზრუნველყოფს”, – განაცხადა „ხალიკ ბანკი საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ გეგუჩაძემ.
Halyk-ი ყაზახეთის წამყვანი საფინანსო ჯგუფია, რომელიც ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში ოპერირებს საცალო, მცირე და საშუალო ბიზნესის და კორპორაციული საბანკო მომსახურებების, დაზღვევის, ლიზინგის, საბროკერო მომსახურების, აქტივების მართვის და სხვადასხვა მომსახურებების ჩათვლით. ბანკი ყაზახეთის საფონდო ბირჟაზე 1998 წლიდანაა დალისტული, ლონდონის საფონდო ბირჟაზე 2006 წლიდან, Astana International Exchange -ზე კი 2019 წლის ოქტომბრიდან.
2024 წლის 30 ივნისისთვის ბანკის აქტივებმა 16 მილიარდ 750 მილიონი ტენგე შეადგინა. ბანკი ყაზახეთში წამყვანი საკრედიტო ორგანიზაციაა და მომხმარებლების დიდ ბაზას ფლობს. ბანკი ქვეყნის მასშტაბით 568 ფილიალს მართავს. ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი საქართველოსა და უზბეკეთში ოპერირებს.