ლიბანის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი – ისრაელმა „ჰეზბოლას“ ტაივანში წარმოებულ პეიჯერებში ასაფეთქებელი ნივთიერებები ჩადო

ისრაელის სადაზვერვო სამსახურმა „მოსადმა“ ტაივანში წარმოებულ 5 000 პეიჯერში, რომელიც „ჰეზბოლამ“ აფეთქებამდე რამდენიმე თვით ადრე შეუკვეთა, ასაფეთქებელი ნივთიერება ჩადო, – ამის შესახებ ლიბანის უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსანმა Reuters-ს განუცხადა.
წყაროს ცნობით, „ჰეზბოლამ“ ტაივანური Gold Apollo-ს მიერ დამზადებული 5 000 პეიჯერი შეუკვეთა, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე წლის დასაწყისში შეიტანეს.
ლიბანელი მაღალჩინოსნის თქმით, რომლის ვინაობასაც Reuters-ი არ ასაჯაროებს, ს ჯაშუშურმა სამსახურმა მოწყობილობები “წარმოების დონეზე” შეცვალა.
“მოსადმა მოწყობილობაში ჩაუშვა დაფა ასაფეთქებელი მასალით, რომელიც იღებს კოდს. ძალიან რთულია მისი აღმოჩენა ნებისმიერი საშუალებით. თუნდაც ნებისმიერი მოწყობილობით ან სკანერით“, – აღნიშნა წყარომ სააგენტოსთან საუბარში.
მისი თქმით, პეიჯერებიდან 3 000 აფეთქდა, როდესაც მათ კოდირებული შეტყობინება გაუგზავნეს, რის შედეგადაც ასაფეთქებელი ნივთიერება ერთდროულად გააქტიურდა. შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ “ჰეზბოლას” ათასობით მებრძოლს პირადი პეიჯერები ერთდროულად აუფეთქდა.
ლიბანის ჯანდაცვის უწყების ცნობით, პეიჯერების აფეთქების შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა და 3 000-მდე დაიჭრა, მათ შორის 200 სერიოზული დაზიანებები აღენიშნება. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულებს შორის არის ბეირუთში ირანის ელჩი. ტერორისტული დაჯგუფება “ჰეზბოლა” მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში პეიჯერების აფეთქებაში ისრაელს ადანაშაულებს და შურისძიებით იმუქრება.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – უკვე მერამდენედ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ოპოზიციის, „ენჯეოების“, უცხოელი პოლიტიკოსების თუ დიპლომატების დეზინფორმაციის კამპანია ამხილა, ამჯერად ეს ტერმინის -„რუსული კანონი“ – მომგონებლებს და გამომყენებლებს ეხება