,,კასპი… მერკურიაანთ ფრედი თავის მეგობრებთან ერთად” – რა რეაქციები მოჰყვა კასპის მერის განცხადებას

,,უნდა აიკრძალოს ერთსქესიანთა ქორწინება ჩვენს რაიონში. უნდა აიკრძალოს ერთსქესიანთა ოჯახებში ბავშვის აყვანა. დარწმუნებული ვარ, კასპის მოსახლეობა დაუდგება ქართულ ოცნებას გვერდში, ავტომატურად ლადოს [ხინჩეგაშვილი] დაუდგება გვერდში. გვეყოლება პარლამენტში და მარტო გორზე არ იქნება აქცენტი გაკეთებული, გადანაწილდება ახლა ლადოს ყურადღებაც კასპზე”. – თქვა კასპის მერმა, ვახტანგ მაისურაძემ მოსახლეობასთან შეხვედრისას. ამ განცხადებას სოციალურ ქსელში შესაფერისი კომენტარებითა და პოსტებით გამოეხმურნენ. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს.
,,დასანანია, რომ კასპს ართმევენ მის ისტორიულ დანიშნულებას იყოს გეი სიყვარულის აკვანი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ ამიერკავკასიაში..”
,,პუტინი თუ კასპიდანაა, შეიძლება ეგეც გეი იყოს”
,,ხოვლეში ქონიათ მაგათ ოფისი”
,,გეყოთ ხალხნო!!!
რაც ხდება კასპში, რჩება კასპში… “
,,ცხელი ძაღლი, კასპში გადაღებული ერთ-ერთი სცენა.”
,,კასპი 🏳️‍🌈
მერკურიაანთ ფრედი თავის მეგობრებთან ერთად.”
,,კასპი 1979…”
,,კასპელი გეები ხელის მოსაწერად გორში გადადიან“
,,ვისაც წყლის პრობლემა გეგონათ , წ არაფერ შუაშია”

ასევე დაგაინტერესებთ