“ქართული ოცნების“ ვაკის დელეგატი ზუკა რურუა ვაკის რაიონში, ვაჟა-ფშაველას მე-3 კვარტლის N10-16 კორპუსების მცხოვრებლებს შეხვდა

“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” ვაკის დელეგატი ზუკა რურუა ვაკის რაიონში, ვაჟა-ფშაველას მე-3 კვარტლის N10-16 კორპუსების მცხოვრებლებს შეხვდა.
პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, დელეგატმა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
„გავიცანი მოსახლეობა, გავაცანით „ქართული ოცნების“ გეგმები, პრიორიტეტები და მიზნები. მოსახლეობას შევახსენეთ, რომ მნიშვნელოვანია არჩევნებში მონაწილეობა, რომ თითოეული ხმა გადამწყვეტია ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისათვის,“- განაცხადა ზუკა რურუამ.
შეხვედრას ესწრებოდნენ, ვაკის გამგებელი -დავით კვინიკაძე და ვაკის მაჟორიტარი -ნოდარ ტურძელაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ბიძინა ივანიშვილი – მიუხედავად იმისა, რომ დღესაც უამრავი რისკი და გამოწვევა არსებობს, პირობას გაძლევთ, რომ პირადად მე, „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ გუნდთან ერთად, საქართველოში ომს და ბომბების წვიმას არაფრის ფასად არ დავუშვებთ