საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამერიკის ელჩს შეხვდა და პირდაპირპროპორციული პასუხი გასცა, იმ თავხედობაზე, რასაც შტატების დღევანდელი ადმინისტრაცია კადრულობს!

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამერიკის ელჩს შეხვდა და პირდაპირპროპორციული პასუხი გასცა, იმ თავხედობაზე, რასაც შტატების დღევანდელი ადმინისტრაცია კადრულობს!
„საქართველო ამერიკის უკანა ეზო არ არის, რომ თქვენი ნაბახუსევის მიხედვით, ნაგავი ყაროთ. ნება იბოძეთ და დაოკდით, თუ არა და მეორე ყვითელი ბარათი არ აგცდებათ!” – ასე აფასებს „ხალხის ძალის“ წევრი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის პოზიციას, რომელიც მან დღეს საქართველოში -ს ელჩთან შეხვედრაზე დააფიქსირა.
ზურაბ ქადაგიძე აღნიშნავს, რომ პრემიერ-მინისტრის პოზიცია არის პრინციპული და ღირსეული ხელმძღვანელის პოზიცია, რომელიც სიამაყის გრძნობას იწვევს. „პირველი ყვითელი ბარათი… საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამერიკის ელჩს შეხვდა და პირდაპირპროპორციული პასუხი გასცა, იმ თავხედობაზე, რასაც შტატების დღევანდელი ადმინისტრაცია კადრულობს! “ამ გადაწყვეტილებით ამერიკული მხარე კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა, რამაც, კიდევ ერთი მსგავსი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შესაძლოა, ქართულ-ამერიკული ურთიერთობების მიმართ საქართველოს პოზიციის თვისებრივი გადახედვა განაპირობოს.”
აი, ჭეშმარიტად სუვერენული სახელმწიფოს მეთაურის დამოკიდებულება. უზუსტესი, ხისტი და მკაფიო გზავნილი, იმ ბინძური ინსინუაციების მიმართ, რასაც ბოლო პერიოდია ამერიკელების მხრიდან ვხედავთ. საქართველო ამერიკის უკანა ეზო არ არის, რომ თქვენი ნაბახუსევის მიხედვით, ნაგავი ყაროთ. ნება იბოძეთ და დაოკდით, თუ არა და მეორე ყვითელი ბარათი არ აგცდებათ! სასწაული სიამაყის გრძნობას იწვევს, ირაკლი კობახიძის ეს სწორი, პრინციპული და ღირსეული პოზიცია! ბრავო პრემიერ-მინისტრს!“ – წერს ზურაბ ქადაგიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

2012 წლის პირველი ოქტომბერი გახდა წყალგამყოფი ჩვენი ქვეყნის ბნელ წარსულსა და ნათელ მომავალს შორის – ქართველი ხალხის თანადგომით ისეთი სახელმწიფოს შენება დავიწყეთ, რომლისთვისაც მთავარი საზრუნავი ადამიანები და ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვაა

ომით ვერ შევძლებთ ტერიტორიების დაბრუნებას და ქვეყნის გაერთიანებას, ამიტომ ჩვენი სტრატეგიული მოთმინების და მშვიდობიანი პოლიტიკა ქვეყნის ტერიტორიების მშვიდობიანი დაბრუნების და გაერთიანებისკენ არის მიმართული

უკვე 9 არჩევნებია, ქართველი ხალხის უმრავლესობამ არჩევანი „ქართულ ოცნებაზე“ გააკეთა, არა იმიტომ რომ ეს საუკეთესო არჩევანია საქართველოსთვის, არამედ იმიტომ, რომ ალტერნატივა მუდმივად არის „ნაციონალური მოძრაობა“