2019 წლის შემდეგ BAG-ის კომპანიებთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა ჩვენამდე არ მოსულა – ლევან ვეფხვაძე

2019 წლის შემდეგ ბიზნესის ასოციაციის კომპანიებთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა ჩვენამდე არ მოსულა, – ამის შესახებ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ განაცხადა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მ განაცხადა, რომ 2012 წლის შემდეგ ბიზნესის რეკეტი დასრულდა. ჟურნალისტი დაინტერესდა, რამდენად ეთანხმება ბიზნესი პრემიერის ამ განცხადებას, რაზეც ვეფხვაძემ განაცხადა: „ვერ გეტყვით, ბიზნესმენებს უნდა ჰკითხოთ. მე 2019 წლიდან ვარ ბიზნეს ასოციაციაში და შემიძლია ამ პერიოდიდან გითხრათ რა მსმენია. 2019 წლის შემდეგ ბიზნესის ასოციაციის კომპანიებთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა ჩვენამდე არ მოსულა“.