“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” მთაწმინდა-კრწანისის დელეგატი დავით კაჭარავა კრწანისის მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” მთაწმინდა-კრწანისის რაიონის დელეგატი დავით კაჭარავა კრწანისში, ზემო ფონიჭალში N28-ე კორპუსის მიმდებარედ მოსახლეობას შეხვდა.
მისი თქმით, არსებულ ტერიტორიას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და მოსასვენებელი და ბავშვთა გასართობი სივრცე მოეწყო.
„პროექტის ფარგლებში, ახალი ატრაქციონები დამონტაჟდა. ასევე, არსებულ სივრცეში გამწვანების სამუშაოები ჩატარდა, ბილიკები და განათების სისტემა მოეწყო და სკამები და ურნები დაიდგა,“-განაცხადა დავით კაჭარავამ.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი – ლევან ჯაფარიძე კრწანისის რაიონის გამგებელი – ბექა მიქაუტაძე და გამგებლის მოადგილე- საბა პატაშური.

ასევე დაგაინტერესებთ

2012 წლის პირველი ოქტომბერი გახდა წყალგამყოფი ჩვენი ქვეყნის ბნელ წარსულსა და ნათელ მომავალს შორის – ქართველი ხალხის თანადგომით ისეთი სახელმწიფოს შენება დავიწყეთ, რომლისთვისაც მთავარი საზრუნავი ადამიანები და ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვაა

ომით ვერ შევძლებთ ტერიტორიების დაბრუნებას და ქვეყნის გაერთიანებას, ამიტომ ჩვენი სტრატეგიული მოთმინების და მშვიდობიანი პოლიტიკა ქვეყნის ტერიტორიების მშვიდობიანი დაბრუნების და გაერთიანებისკენ არის მიმართული

უკვე 9 არჩევნებია, ქართველი ხალხის უმრავლესობამ არჩევანი „ქართულ ოცნებაზე“ გააკეთა, არა იმიტომ რომ ეს საუკეთესო არჩევანია საქართველოსთვის, არამედ იმიტომ, რომ ალტერნატივა მუდმივად არის „ნაციონალური მოძრაობა“