დეკანოზი ილია ჭიღლაძე: გორის აღდგომის სახელობის მშენებარე საკათედრო ტაძარში ერთადერთი დიდი ხატია დემონსტრირებული და ისიც რუსი წმინდანები

გორის აღდგომის სახელობის მშენებარე საკათედრო ტაძარში ერთადერთი დიდი ხატია დემონსტრირებული და ისიც რუსი წმინდანები: სერაფიმ საროველი და სერგი რადონეჟელი რუსული ეკლესიების ფონზე!”, – ამის შესახებ დეკანოზი ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში წერს.

ქართული ეკლესიის რუსიფიკაციის მეტყველი მოწმე: ქ. გორის აღდგომის სახელობის მშენებარე საკათედრო ტაძარში ერთადერთი დიდი ხატია დემონსტრირებული და ისიც რუსი წმინდანები: სერაფიმ საროველი და სერგი რადონეჟელი რუსული ეკლესიების ფონზე! რელიგიური ზომბების გასაგონად დავაკონკრეტებ, რომ მე ამ რუს წმინდანებს არაფერს ვერჩი, მაგრამ ქართულის უგულვებელყოფის ხარჯზე ხდება ასე რუსული მენტალიტეტის და იდეოლოგიის ღრმად ჩანერგვა ქართველ მრევლსა და სამღვდელოებაში “მართლმადიდებლობის” სახელით.

ვიღას ახსოვს ასურელი მამები, ილარიონ ქართველი, გრიგოლ ხანძთელი, ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელები, მათი ადგილი სერაფიმეებს და სერგიებს, მატრონებს, პელაგიებს, ქსენიებს და სალოს (ანუ გიჟ) გაბრიელს უკავია. გაბრიელო კი იყო ქართველი, მაგრამ საბჭოთა პროდუქტი, რომელიც ბუნებრივია მთელი რუსულის ნაწილია მაინც, ამ რუსულ პრავასლავნიკურ ზღვაში, სადაც დასავლეთის დემონიზება და “წმინდა ს” კულტივირება აქტიურად ხდება, – წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე.

ასევე დაგაინტერესებთ