J&J Consulting-ის შეთავაზება ბიზნესს – დებიტორული დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფა No win – no Fee პრინციპით

მუდმივად ცვალებად ბიზნესგარემოში ხშირია შემთხვევები, როდესაც ერთი მეწარმე სუბიექტის მიერ ხორციელდება პროდუქციის მიწოდება/მომსახურების გაწევა მეორე სუბიექტისათვის, ეს უკანასკნელი კი უსაფუძვლოდ აჭიანურებს, ან სულაც უარს აცხადებს შეთანხმებული თანხის გადახდაზე.
აღნიშნული შემთხვევა საკუთარ მნიშვნელობაში დებიტორული დავალიანების წარმოშობას გულისხმობს და მისი გადახდევინების უზრუნველყოფა ხშირად კრედიტორი მეწარმე სუბიექტის მხრიდან მთელი რიგი სამართლებრივი პროცედურების განხორციელებას საჭიროებს.