ძველი ბათუმის ისტორია გრძელდება NEXT DOWNTOWN

ინოვაციური მიდგომებითა და გლობალური ხედვით გამორჩეული დეველოპერული კომპანია NEXT-ი აგრძელებს ძველი ს ისტორიას და წარმოგვიდგენს თავის ახალ პროექტს – NEXT DOWNTOWN-ს.
საცხოვრებელი კომპლექსი შთაგონებულია ქალაქის მრავალსაუკუნოვანი მემკვიდრეობით, რაც ქმნის ისეთ გარემოს, რომელიც დროში მოგზაურობას ჰგავს.
პროექტი გამოირჩევა 1888 წლის ისტორიული ფასადით და სრულად ითვალისწინებს მის პირვანდელ ხასიათსა და ავთენტიკურობას. ექსტერიერის დიზაინი წარმოდგენილი იქნება ვიტრაჟული მინებითა და თანამედროვე ელემენტებით, რითაც ხაზი გაესმება ევროპული და ქართული სტილის თანაკვეთას.
ექსკლუზიური Საცხოვრებელი კომპლექსი ლიმიტირებულად მხოლოდ 17 აპარტამენტს მოიცავს და თითოეული მფლობელისთვის განსაკუთრებულ ცხოვრებისეულ გამოცდილებას უზრუნველყოფს. NEXT Downtown-ში გათვალისწინებულია პრემიალური ინფრასტრუქტურა, კომერციული სივრცეები და საერთო სარგებლობის ტერასა. პროექტის მშენებლობა 2026 წელს დასრულდება.
NEXT DOWNTOWN-ი პირველი პროექტია ბათუმში, რომელიც არამხოლოდ ახალ სიცოცხლეს შესძენს ქალაქის ისტორიულ უბანს, არამედ აღადგენს მის კულტურულ მნიშვნელობას და ზედმიწევნით წარმოაჩენს NEXT-ის ერთ-ერთ მთავარ ღირებულებას, რაც წარსული გამოცდილების გათვალისწინებით უკეთესი მომავლის შექმნას ემსახურება.
გამოიყენეთ უნიკალური შესაძლებლობა გააგრძელოთ ისტორია NEXT-თან ერთად.