გახარია-ხაზარაძის გაერთიანება არის იძულებითი პოლიტიკური ქორწინება ანონიმური წერილების ფონზე, რომელიც საერთო ფიასკოთი დასრულდება

„ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძის მოსალოდნელ პოლიტიკურ გაერთიანებას განცხადებით ეხმაურება.
თამარ ჩიბურდანიძის თქმით, ეს არის იძულებითი პოლიტიკური ქორწინება ანონიმური წერილების ფონზე, რომელიც საერთო ფიასკოთი დასრულდება.
„დღეს ალბათ ხაზარაძე პირისპირ მიიღებს გახარიასგან ანონიმურ წერილს, მაგრამ ჩვენ აღარ წაგვაკითხებს. ეს მაშინ იყო, როდესაც გახარიას პრემიერი ერქვა, თორემ ახლა უკვე ორივე ერთი სახელით მონათლეს უცხოეთიდან. საინტერესო მხოლოდ ის არის, რას იღებს ამ ხანუმობაში?
ხუმრობა იქეთ იყოს და მართლაც მაინტერესებს, ამ სტრატეგიით მომუშავე გუნდს გამარჯვების მცირედი იმედი მაინც აქვს? უცხოელ ლობისტებს ამას არ ეტყვის ქართული ოპოზიცია, მერე საიდანღა მიიღონ მილიონები, მაგრამ, ხომ არსებობს რეალური ინფორმაციის მიღების სხვა გზებიც? კი ბატონო, გაერთონ ამ დროებითი ქორწინებებით, მაგრამ კარს მოადგათ და 5%-იანი ბარიერის გადალახვა მაინც არ სურთ?
გახარია-ხაზარაძის გაერთიანება – ეს არის იძულებითი პოლიტიკური ქორწინება ანონიმური წერილების ფონზე, რომელიც საერთო ფიასკოთი დასრულდება“, – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაალ მიქელაძე: მე, ისევე როგორც სხვებს, მჯერა, რომ უწმინდესისა და უნეტარესის ადგილს დაიკავებს ის ეპისკოპოსი, რომელიც ილია მეორემ, ჩემმა პატრიარქმა საკუთარი გზის გამგრძელებლად შერაცხა

თორნიკე ჭეიშვილი გახარიას პარტიის ინიციატივაზე: გეყოთ იმის სითამამე თქვათ, რომ თქვენი პროექტის მიხედვით, “მოლოტოვის კოქტეილის” მსროლელიც პოტენციურად დაქვემდებარებულია ამნისტიას – ეს იმ კამპანიიდან არის, ზოგიერთი დიპლომატიური მისია რომ ცდილობდა “მოლოტოვის კოქტეილის” სროლის რომანტიზებას