გიორგი კაკაურიძე – კონკრეტული ადამიანების მიმართ გარკვეული სანქციების დაწესება საქართველოს ეკონომიკაზე გავლენას ვერ იქონიებს

კონკრეტული ადამიანების მიმართ გარკვეული სანქციების დაწესება საქართველოს ეკონომიკაზე გავლენას ვერ იქონიებს, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, რითაც -ის სანქციების ახალ პაკეტთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.
მისივე თქმით, ამ კუთხით, ქვეყანაში ბიზნესგარემო არ გაუარესდება.
„არ ვფიქრობ, რომ ბიზნესგარემო ამ კუთხით გაუარესდება და ბიზნესგარემოსთვის ხელისშემშლელი იქნება, როცა კონკრეტულ ადამიანების სანქცირებაზეა საუბარი“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
გარდა ამისა, მან სამინისტროს თანამშრომლების შესაძლო სანქცირებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვასაც უპასუხა.
„ვფიქრობ, ფინანსთა სამინისტროს არც ერთ თანამშრომელს, ყოველ შემთხვევაში, ხელმძღვანელ პირებს, არ აქვთ რაიმე ისეთი გაკეთებული, რომელიც შეიძლება დაკავშირებული იყოს სანქციის დაწესებასთან“, – განაცხადა კაკაურიძემ.
ცნობისთვის, -ის სახელმწიფო დეპარტამენტი “საქართველოში დემოკრატიის ძირის გამოთხრაში მონაწილე” 60-ზე მეტი ქართველისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ სავიზო შეზღუდვებს აწესებს. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებაში, რომელსაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
ბლინკენის განცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევითა და ანტიდემოკრატიული ქმედებებით კვლავ შეშფოთებულია.
გარდა ამისა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევისთვის ქართველი ოფიციალური პირები და ექსტრემისტები დაასანქცირა.
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ ხაზინის დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და პოლიტიკური ოპონენტების ძალადობრივ დარბევასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის ორ ოფიციალურ პირსა და ორ კერძო პირს სანქციები დაუწესა.
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ზვიად ხარაზიშვილი, იგივე “ხარება” და მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, „ალტ-ინფოს“ დამფუძნებელი კონსტანტინე მორგოშია და ზურაბ მახარაძე დასანქცირდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან წულაძე: ყველას, ვისაც გულის მაგივრად ჩვარი არ გიდევთ მკერდში, დაეხმარეთ შესანიშნავ ონლაინ მედიას, მე გაზეთს ვუძახი მაინც, ონლაინ გაზეთს – „ბათუმელები“, რომელსაც არ აქვს ფული, ანუ პატიოსანი ხალხია

იაგო კაჭკაჭიშვილი – არ გამოვრიცხავ, თავად ივანიშვილის ხედვა იყოს, რომ მისი ფიგურა, პოლიტიკური ბიოგრაფიით გამსახურდიასა და კოსტავას თანაზომიერია, თუმცა ზვიადი და მერაბი რომ ეროვნულ მოძრაობას ედგნენ სათავეში, მაშინ ის რუსეთში აკეთებდა ბიზნესს