საბანკო სექტორი აქამდეც იცავდა და მომავალშიც დაიცავს ყველა სანქციას – “ბაზისბანკის” დირექტორი

“ბაზისბანკის” გენერალური დირექტორის დავით ცაავას თქმით, საბანკო სექტორი აქამდეც იცავდა და მომავალშიც დაიცავს ყველა იმ სანქციას, რომელიც გათვალისწინებულია. ამის შესახებ მან BMG-სთან, -ის მიერ დაწესებული ფინანსური სანქციების აღსრულებაზე კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
დავით ცაავა ფინანსური სანქციების აღსრულების კონკრეტულ დეტალებზე არ საუბრობს და აღნიშნავს, რომ სანქცირებული პირები “ბაზისბანკის” კლიენტები არ არიან.
„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ საბანკო სექტორი არის სრულ შესაბამისობაში საერთაშორისო სანქციებთან, შესაბამისად, ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ისევე მუშაობას, როგორც ეს აქამდე ხდებოდა.
მე კონკრეტულ პირებზე საუბარი გამიჭირდება. შემიძლია გითხრათ, რომ აღნიშნული პირები არ არიან ჩვენი კლიენტები, თუმცა უფრო მეტ დეტალზე საუბარი გამიჭირდება“, – თქვა “ბაზისბანკის” დირექტორმა BMG-სთან საქართველოს ბიზნესასოციაციის ორგანიზებული კონფერენციის დასრულების შემდეგ.

ასევე დაგაინტერესებთ