ხელისუფლებას აქვს გააზრებული ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა – ირაკლი კობახიძე

ხელისუფლებას აქვს გააზრებული ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა, რაც ხელს უწყობს ბიზნესის განვითარებას და ასევე, შექმნილია სტაბილური გარემო ეკონომიკის განვითარებისთვის და ბიზნესის კეთებისთვის ჩვენს ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ ბიზნეს ასოციაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ამას ხელს უწყობს სტაბილური კანონმდებლობა, რომელიც ქვეყანაში მოქმედებს.
სტაბილურობის გარანტიები კონსტიტუციის დონეზეც კი არის შექმნილი ბიზნესისთვის და რა თქმა უნდა, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა კანონმდებლობის, ბიზნესგარემოს სტაბილურობის ხელშეწყობა და არსებული მდგომარეობის შენარჩუნება. ვფიქრობ, კანონმდებლობა არსებითად არის სწორად მორგებული ბიზნესის ინტერესებს. თუ რაიმე შენიშვნები იქნება ამასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, მუდმივ რეჟიმში მთავრობაც და პარლამენტიც მზად ვართ თანამშრომლობისთვის. გარდა ამისა, ხელისუფლებას აქვს მთელი რიგი სპეციალური პროგრამები, რომლებიც ხელს უწყობს ეკონომიკის სხვადასხვა დარგის განვითარებას, როგორიც არის, მაგალითად სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამები, ბიზნესის, მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამები და ა.შ. ამ მიმართულებითაც, რა თქმა უნდა, აქტიური მუშაობა გაგრძელდება “, – განაცხადა ირაკლი მ.

ასევე დაგაინტერესებთ