ვაკვირდებით, რამდენად არათანმიმდევრულია ოპოზიციის ქცევა ყველა რეკომენდაციასთან მიმართებით – ირაკლი ქადაგიშვილი

პოლიტიკური პარტიები იურიდიული პირებისგან ფინანსური შემოწირულებების მიღებას ვეღარ შეძლებენ, იურიდიულ პირებს კი პარტიებისთვის შემოწირულებების გაცემა აეკრძალებათ – ცვლილებები “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონში შედის, რომელიც დღეს ბიუროს სხდომაზე დაინიცირდება.
ცვლილება დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის ნაწილია, რომელიც ეუთო-ოდირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე შემუშავდა.
კანონპროექტის ინიციატორები “ქართული ოცნების” წევრები არიან. საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ამ საკითხზე ოპოზიციის დამოკიდებულებით გაირკვევა აპირებენ თუ არა ისინი 9 დათქმაზე მმართველ გუნდთან თანამშრომლობას. უკვე ცნობილია, რომ ოპოზიციის ნაწილი ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, ს განცხადებით, ეს პროცესი აჩვენებს, რომ ოპოზიციას, რეალურად, არ სურს ევრორეკომენდაციების შესრულება.
“ვაკვირდებით, რამდენად არათანმიმდევრულია ოპოზიციის ქცევა ყველა რეკომენდაციასთან მიმართებაში. მათ ამ რეკომენდაციების არც გათვალისწინება უნდათ და არც – შესრულება, ეს გამოჩნდა პარტიების დაფინანსების ახალ წესთან დაკავშირებით, რომელშიც შესწორებები ვენეციის კომისიისა და ევრორეკომედაციის საფუძველზე შეგვაქვს. ეს აჩვენებს, რომ მათი მიზანი არ არის ევრორეკომედაციის შესრულების გზაზე რაიმე კონსტრუქციული პოზიციის ან როლის შესრულების, არამედ არის ის რომ ყველგან და ყველაფერში უნდათ წინააღმდეგობა გაუწიონ, მათ შორის, “ქართულ ოცნებას”, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
პარტია “ხალხის ძალის” წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ოპოზიცია, რომელიც ამ პროცესის წინააღმდეგ წავა, ნიშნავს იმას, რომ ის ევროინტეგრაციის წინააღმდეგ მიდის.
“დეოლიგარქიზაციის ერთ-ერთი მიმართულება გახლავთ სწორედ ის, რომ იურიდიული პირების მხრიდან არ უნდა მოხდეს პოლიტიკური პარტიების დაფინანსება. ამიტომ, ამ მიმართულების წინააღმდეგ, რეალურად, წინ ვერავინ ვერ წავა. ოპოზიცია, რომელიც წავა ამის წინააღმდეგ, ნიშნავს იმას, რომ მიდის სწორედ იმ პროცესის წინააღმდეგ, რასაც ჰქვია ევროინტეგრაცია, იმიტომ, რომ ჩვენ პარტნიორებთან ერთად არის შეთანხმებული ეს კონკრეტული საკითხი”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პოლკოვნიკი ლოურენს უილკერსონი: საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი კარგად განათლებულია და გესმით რა ხდება. ეს ქაოსი ამერიკის დამსახურებაა. ჩემი აზრით ეს ქაოსი საქართველოში ამერიკის ბრალია, თავი რომ გაგანებოთ ყველაფერი მოგვარდებოდა

ლოურენს უილკერსონი: მე ლონდონს ვაშინგტონის ფინიას ვეძახი, ეს სწორი შეფასება მგონია. ბრიტანეთი სულ მომწონდა, მაგრამ ბოლო დროს მათი შემხედველი დავფიქრდი – საერთოდ უნდა გამიხარდეს თუ არა ბრიტანეთზე საუბარი, ისინი ჩვენ ფინიად იქცნენ

კოალიცია, რომელიც ახლა იკრიბება და მე მას BRICS+-ს ვეძახი, აერთიანებს 60 ტრილიონის მოცულობის მშპ-ს. ეს კოალიცია დაგვამარცხებს, ეს მხოლოდ დროის ამბავია, ჩვენ დამარცხება გვიწერია და ამას ვერც კი ვხედავთ – პოლკოვნიკი ლოურენს უილკერსონი