გერმანია უკრაინის დახმარებისთვის დამატებით 100 მილიონ ევროს გამოყოფს, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა მოლდოვაში ვიზიტისას განაცხადა.
ანალენა ბერბოკმა აღნიშნა, რომ გერმანია უკრაინას ფინანსურ დახმარებას ზამთარში გაუწევს.
„რუსეთი ზამთრის ომს კიდევ ერთხელ გეგმავს, რომლის მიზანია ის, რომ უკრაინაში ადამიანების ცხოვრება რაც შეიძლება საშინელი გახდეს“, – განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
