“ექიმები უსაზღვრებოდ” წყვეტს რუსეთში მუშაობას

შვეიცარიაში დაფუძნებულმა ჰუმანიტარულმა ორგანიზაციამ “ექიმები უსაზღვრებოდ” (MSF) 16 სექტემბერს განაცხადა, რომ იძულებულია შეწყვიტოს რუსეთში მუშაობა.
“დამძიმებული გულით გვიწევს დავხუროთ ჩვენი სამუშაო რუსეთში” – თქვა ჯგუფის რუსეთის პროგრამის ხელმძღვანელმა. “ჩვენი ორგანიზაციის მუშაობას წარმართავს დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობის, ნეიტრალობისა და სამედიცინო ეთიკის პრინციპები. ჩვენ საჭიროებიდან გამომდინარე ვეხმარებით” – დასძენს ის.
MSF რუსეთში 1992 წლიდან მუშაობდა და აგვისტოში იუსტიციის სამინისტროსგან მიიღო შეტყობინება, რომ ორგანიზაცია ამოღებულ იქნა არასამთავრობო ორგანიზაციათა რეგისტრიდან.

ასევე დაგაინტერესებთ

თაზო დათუნაშვილი: ივანიშვილი ხელისუფლებაში სოფლის აყვავების დაპირებით მოვიდა, 14 წლის თავზე კი შედეგი არის კატასტროფული: ნათესი ფართობი შემცირდა 26%-ით, ბოსტნეულის 25%-ით, ციტრუსის 30%-ით, იმპორტზეა მთელი სასურსათო სექტორი

კახა ჯაფარიძე: ალექსანდრე ხაბეიშვილის (რომელიც 4 ოქტომბრის საქმეზე იყო დაკავებული) მცირეწლოვან შვილს, ევას, ღვიძლის მძიმე დაავადება აქვს და გადაუდებელი მკურნალობა ესაჭიროება თურქეთში