ნათია მაქაცარია: რო­გორ გგო­ნი­ათ, რამ­დე­ნი დრო სჭირ­დე­ბა “ქარ­თულ ოც­ნე­ბას” იქამ­დე, თუ მო­ი­გო, ღმერ­თმა დაგ­ვი­ფა­როს, რომ რუ­სე­ბის­თვის გვახ­დე­ვი­ნოს ბო­დი­ში?! (ვიდეო)

ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი მო­დე­ლი ნა­თია მა­ქა­ცა­რია ათ წელ­ზე მე­ტია, რაც ოჯახ­თან და სამ შვილ­თან ერ­თად ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში ცხოვ­რობს. ბოლო პე­რი­ოდ­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით კი “გამჭვირ­ვა­ლო­ბის კა­ნონ­თან” და­კავ­ში­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის შემ­დეგ, მა­ქა­ცა­რი­ამ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მოკ­ლე ვი­დე­ო­ე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა და­ი­წყო, სა­დაც ძი­რი­თა­დად მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბის ანა­ლიზს აკე­თებ­და და არ­სე­ბულ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას აკ­რი­ტი­კებ­და.

  • ახ­ლა­ხან გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ვი­დე­ო­ში კი ის ამ­ბობს, რომ სა­ერ­თო ნაც­ნო­ბე­ბით “შე­უთ­ვა­ლეს“ და ჰკი­თხეს, რა­ტომ ჩა­ერ­თო პო­ლი­ტი­კა­ში. მისი თქმით, პო­ლი­ტი­კა­ში არ ჩა­ერ­თო. უბ­რა­ლოდ სო­ცი­ა­ლუ­რად აქ­ტი­უ­რი გახ­და და ამას მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კუ­რი მოვ­ლე­ნე­ბით ხსნის

ნა­თია მა­ქა­ცა­რია:

– ვი­ღა­ცე­ბი მე­კი­თხე­ბი­ან, ზოგ­მაც სა­ერ­თო ნაც­ნო­ბე­ბით შე­მო­მით­ვა­ლა – რა უნდა ნა­თი­ას, რა­ტომ აკე­თებს ამ ვი­დე­ო­ებს, რა­ტომ ჩა­ერ­თო ასე პო­ლი­ტი­კა­შიო. ჯერ ერთი, მე პო­ლი­ტი­კუ­რად აქ­ტი­უ­რი არ ვარ, სო­ცი­ა­ლუ­რად აქ­ტი­უ­რი ვარ. მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი ვალი მაქვს და ვგრძნობ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას, ამი­ტო­მაც ჩა­ვერ­თე ვი­დე­ო­ე­ბით და გა­მო­გე­ჩხი­რეთ თვალ­ში. ღამე ვერ და­ვი­ძი­ნებ, თუ რა­ი­მე სათ­ქმე­ლი მაქვს და არ ვთქვი. დღეს ისე­თი სი­ტუ­ა­ცი­აა, რომ ყვე­ლამ ხმამ უნდა ამო­ი­ღოს. ვი­ღა­ცე­ბის­თვის ალ­ბათ ის უფრო მი­სა­ღე­ბია, რომ მი­წე­ბე­ბუ­ლი წამ­წა­მე­ბი ვა­ფა­ხუ­ლო, რა­ღაც მი­ვი­თხაპ­ნო და მსგავ­სი ვი­დე­ო­ე­ბი დავ­დო, ასე­ვე ბი­კი­ნე­ბის სუ­რა­თე­ბი, ზა­ფხულ­ში რო­გორ მაგ­რად და­ვის­ვე­ნე.

ასევე დაგაინტერესებთ