საპარლამენტო ოპოზიცია პოლიტიკური ბოიკოტის გამო არც მიმდინარე კვირის პლენარულ სხდომებს დაესწრება

საპარლამენტო ოპოზიცია პოლიტიკური ბოიკოტის გამო არც მიმდინარე კვირის პლენარულ სხდომებს დაესწრება.
პარლამენტის ბიურომ, დღევანდელ სხდომაზე, ბოიკოტის შესახებ რამდენიმე პოლიტიკური ჯგუფისა და ოპოზიციონერი დეპუტატის მიმართვა ცნობად მიიღო. პოლიტიკური შეხედულებების გამო სხდომას არ დაესწრება ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“, პოლიტიკური ჯგუფები: – „ლელო“, „მოქალაქეები“, „რეფორმების ჯგუფი“, „ევროოპტიმისტები“, „თავისუფლება“, „ეროვნული და დემოკრატიული სახელმწიფოსთვის“, ასევე პარლამენტის უფრაქციო წევრები: არმაზ ახვლედიანი, სალომე სამადაშვილი, თამარ კორძაია, გრიგოლ ვაშაძე თამარ ჩარკვიანი, დავით ბაქრაძე.
„წინასაარჩევნოდ მანდატს ითხოვენ იმ დაწესებულებაში სამუშაოდ, სადაც ისინი არ დადიან – ცოტა გაუგებარია, რანაირად ჯდება ეს ლოგიკაში“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია