ისრაელის ოპოზიციის ლიდერი იაირ ლაპიდი აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტს ბარაკ ობამას შეხვდა.
„მე მას ვუთხარი, რომ ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რათა შეთანხმებას მივაღწიოთ, რომელიც გატაცებულებს სახლში დააბრუნებს“, – წერს იაირ ლაპიდი სოციალურ ქსელში.
აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ ისრაელის ოპოზიციის ლიდერს ვაშინგტონში უმასპინძლა.
ლაპიდმა აღნიშნა, რომ მხარდაჭერისთვის და ისრაელელი მძევლების დაბრუნების მცდელობებისთვის აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა.