ამერიკულმა ავტომწარმოებელმა Ford Motor Co.–მ შეიტანა საპატენტო განაცხადი სისტემაზე, რომელიც თვალს ადევნებს ავტომობილის მარშრუტებს, უსმენს მგზავრების საუბრებს და უკრავს კონტექსტურ აუდიო რეკლამებს ან აჩვენებს რეკლამებს ბორტ კომპიუტერის ეკრანზე.
MarketWatch-ის თანახმად, პატენტი ითვალისწინებს სისტემას წვდომას GPS ნავიგატორზე, რათა მოხდეს გზის გასწვრივ დაწესებულებების რეკლამირება. გარდა ამისა, მას შეეძლება დაადგინოს, რომ მძღოლი გაჩერდა სუპერმარკეტში და განათავსოს ფასდაკლებული საქონელი ან სხვა მაღაზია.
Ford-ის სარეკლამო სისტემას ასევე შეუძლია მომხმარებლის პრეფერენციების ანალიზი და კონკრეტული რეკლამის ჩვენება იმის მიხედვით, თუ ვინ იმყოფება მანქანაში.
interfax
