“ბორჯომის” მფლობელ კომპანიას შემოსავალი $436 მილიონამდე გაეზარდა

ბორჯომის ჰოლდინგის მფლობელმა კომპანიამ 2023 ფინანსური ანგარიში წარადგინა. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ჯგუფმა შემოსავალი 21 მილიონი დოლარით, 436 მილიონ დოლარამდე გაზარდა. ამასთან, გასულ წელს კომპანია ს სანქცირების შემდეგ პირველად გავიდა მოგებაზე, რამაც 85.6 მილიონი დოლარი შეადგინა.
Borjomi-ის მინერალური წყალი საერთაშორისო ჰოლდინგის შემადგენლობაში შედის, რომლის საბოლოო მაკონტროლებელიც კვიპროსზე რეგისტრირებული კომპანია Rissa Investments Limited-ია. ჯგუფი აწარმოებს ბორჯომის, ლიკანის, ბაკურიანის, სვიატოი ისტოჩნიკისა და მორშინსკის მტკნარ და მინერალურ წყლებს.
რუსული ფინანსური მარეგულირებლისთვის Rissa Investments Limited-ის მიერ წარდგენილი ანგარიშის თანახმად, 2023 წლის განმავლობაში მისი შემოსავლების მთავარი წყარო რუსეთის ფედერაციის გაყიდვები იყო, რამაც 300.7 მილიონი დოლარი შეადგინა. მეორე ადგილზეა საქართველო 34.8 მილიონი დოლარის გაყიდვებით, მესამეზე ყაზახეთი $33.5 მილიონით, ბელარუსი $19.2 მილიონით მეოთხეზე, კი მეხუთე პოზიციაზე 13.9 მილიონი დოლარით.
რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებამდე ჯგუფის საკონტროლო პაკეტის მფლობელები სანქცირებული ოლიგარქების – მიხაილ ფრიდმანისა და პეტრ ავენის “ალფა ჯგუფი” იყო, აღნიშნულის გამო, სანქციები გავრცელდა თავად Rissa Investments Limited-ზეც, რის გამოც საქართველოში კომპანიის საქმიანობა შეფერხდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ეროვნული ბრენდის გადარჩენის მიზნით უსასყიდლოდ შეესყიდა ჯგუფის აქციათა 7.73%-იანი წილი. ამასთან, ჯგუფის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარედ გიორგი მაისურაძე დაინიშნა.
შედეგად, ჯგუფის აქციათა წილები ასე გადანაწილდა: