კახა კალაძე – „ნაციონალურ მოძრაობაში“ ბრძოლა მიმდინარეობს სკამებისთვის, შიდა გადანაწილებაა, ვის რა პოზიცია და თანამდებობა ექნება

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ბრძოლა მიმდინარეობს სკამებისთვის, შიდა გადანაწილებაა, თუ ვის რა პოზიცია და თანამდებობა ექნება, – ამის შესახებ თბილისის მერმა მ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა.
კახა კალაძის თქმით, “ნაციონალურ მოძრაობაში” დაპირისპირება კიდევ უფრო გამწვავდება.
„პროცესები, რაც “ნაციონალურ მოძრაობაში” მიმდინარეობს, ესაა მათი შიდა დაპირისპირება. მიმდინარეობს ბრძოლა სკამებისთვის, შიდა გადანაწილება, თუ ვის რა პოზიცია და თანამდებობა ექნება. რეალურად, ჩვენ ხომ ვიცით, რომ ეს ადამიანები არაფრის გამკეთებლები არ არიან. გვახსოვს მათი მმართველობა, როდესაც ისინი ხელისუფლებაში იყვნენ და შეიძლება ეს იყოს სამაგალითო და საჩვენებელი, როგორი არ უნდა იყოს ხელისუფალი და როგორ არ უნდა იქცეოდე მთავრობაში ყოფნის დროს. დღეს ისინი აგრძელებენ ამ ყველაფერს ოპოზიციაში. შეიძლება ითქვას, რომ საჩვენებელია, როგორი არ უნდა იყოს ოპოზიციის წარმომადგენელი. დაპირისპირებას რაც შეეხება, ეს კიდევ უფრო გაღრმავდება და გამწვავდება, თუმცა ახლა ჩვენთვის საინტერესო არაა, რა ხდება “ნაციონალურ მოძრაობაში”. ჩვენ ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი, უამრავი გამოწვევაა ქვეყანაში და უნდა ვიყოთ დაკავებული ამ ყველაფრით,” – განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ნაწილი, პარტიის თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს გადადგომისკენ მოუწოდებს. როგორც პარტიის ერთ-ერთი წევრი, აღნიშნავს, ხაბეიშვილის განცხადებები პარტიის გაძლიერებას ხელს უშლის.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ცინიზმია, როდესაც შვედეთის საელჩო ამბობს, რომ კანონი, რომელიც უნდა მიიღონ, ექსტრემიზმისა და საბოტაჟის დაფინანსების აკრძალვაზეა – როდესაც საელჩო თავად იზიარებს ექსტრემიზმის წახალისებას, საუბარი, თითქოს სხვა განზრახვები აქვთ, არასერიოზულია

შალვა პაპუაშვილი ჰერჩინსკისადმი წერილზე – პასუხი ჯერ არ მიმიღია, მაგრამ ჩემი მთავარი სათქმელია, რომ ევროკავშირიდან და ზოგიერთი ქვეყნიდან საქართველოში ექსტრემიზმი ფინანსდება და ეს არის წითელი ხაზი, რომლისგანაც ყველა უნდა გამოფხიზლდეს