ლიბანის საზღვარზე თითქმის ყოველდღიური შეტაკებების გამო, დაჯგუფება „ჰეზბოლასთან“ კონფლიქტის დიპლომატიური მოგვარების შანსები მცირდება, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა აშშ-ის პრეზიდენტის თანაშემწის მოადგილესთან და ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებში სახელმწიფო დეპარტამენტის უფროს მრჩეველთან, ამოს ჰოკსტინთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„შეთანხმების შესაძლებლობა მცირდება, რადგან „ჰეზბოლა“ აგრძელებს „ჰამასთან“ დაკავშირებას და კონფლიქტის დასრულებაზე უარს ამბობს“, – აღნიშნა გალანტმა.
მისი თქმით, ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზე ათიათასობით ისრაელელი ვერ ახერხებს საკუთარ სახლებში დაბრუნებას და მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ერთადერთი გზა არის დიდი სამხედრო ოპერაცია.