რომან გოცირიძე – „ოცნების“ დამარცხება ახალი ცენტრის შექმნითაა შესაძლებელი, სადაც ვიქნებით ჩვენ, „ლელო“, ელისაშვილი, ხვიჩიას „გირჩი 2“, „ევროპული საქართველო“, „რესპუბლიკელები“, ანა დოლიძე, ხოშტარია, ზურა ჯაფარიძე, ლომჯარია და მელია

საპარლამენტო ჯგუფის „ევროოპტიმისტების“ თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ მომავალ არჩევნებში მმართველი ძალის დამარცხება მხოლოდ დიდი პოლიტიკური ცენტრის შექმნით არის შესაძლებელი.
რომან გოცირიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განმარტა, ვინ წარმოუდგენია „დიდ პოლიტიკურ ცენტრში“ და როგორც განაცხადა, მასში უნდა გაერთიანდეს ყველა ოპოზიციური საპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტია, გარდა „ნაციონალური მოძრაობისა და გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსი“.
როგორც გოცირიძემ აღნიშნა, იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული პოლიტიკური გაერთიანება ხმათა 15-20 პროცენტს, მიიღებს, „ნაციონალური მოძრაობა“ თავის მხრივ 20%-ის მობილიზებას შეძლებს და ხმათა თავის წილს მიიღებს გიორგი გახარიას პარტიაც, ხელისუფლების არჩევნებში დამარცხება შესაძლებელი იქნება.
„თუ ჩვენ გვინდა ხელისუფლების შეცვლა, უნდა შეიქმნას დიდი, ნომერ პირველი პოლიტიკური ცენტრი, კოალიცია, ბლოკი, იმხელა ან იმაზე დიდი, რაც არის „ნაციონალური მოძრაობა“. მე ვამბობ, რომ თუ აქეთ 20%-იანი ძლიერი ცენტრი იქნება, რომელიც გაერთიანდება და სადაც ჩვენს თავსაც ვხედავთ, იქეთ „ნაციონალური მოძრაობა“ -20%-ით, იქით გახარიას პარტია- 5%-ით, ეს უკვე არის ხელისუფლების ცვლილება. ცალკეული პარტიების მიერ 5%-იანი ბარიერის დაძლევა ნიშნავს არჩევნებში წაგების შეგუებას და საპარლამენტო წარმომადგენლობის ყოლას. პარტიები, რომლებიც ცალკე გავლენ, ნიშნავს, რომ ხელისუფლების წისქვილზე ასხამენ წყალს, იმიტომ, რომ შანსი ნული აქვთ, რომ გადალახავენ ამ ბარიერს.
ამ დიდ პოლიტიკურ ცენტრში უნდა იყოს ყველა, დღეს ვინც არის პარლამენტში, გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“ და გახარიას პარტიისა. გაერთიანებაში უნდა ვიყოთ მათ შორის ჩვენ, , „ლელო“, „გირჩი“, რომელიც ახირებულ პოზიციაზეა და არ შემოვლენ ამ დიდ კოალიციაში, როგორც ჩანს, ასევე ვგულისხმობ არასაპარლამენტო ოპოზიციასაც – „ევროპული საქართველო“, „რესპუბლიკური პარტია“, , პლუს ადამიანები, რომლებიც არიან პოლიტიკაში მოსვლის მსურველები და აქვთ საზოგადოებრივი ცნობადობა და რეიტინგი, ლომჯარია მაგალითად, ან ადამიანები, რომლებიც არასამთავრობო სექტორში არიან, ახალგაზრდები, რომლებმაც ძალიან დიდი პოლიტიკური სკოლა გაიარეს. მათ შორის ც- „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაშლისა და თვითდაზიანების ეს პროცესი დამთავრდება. ასევე, ელენე ხოშტარია და ზურაბ ჯაფარიძე.
ეს უნდა იყოს დიდი პოლიტიკური ჯგუფი, რომელსაც აქვს 15-20 ან მეტო პროცენტის აღების შესაძლებლობა. თუ არ ჩამოყალიბდა ეს ცენტრი ცვლილებები არ იქნება“,- განაცხადა რომან გოცირიძემ.
როგორც მან განმარტა, ამ ინიციატივაზე საუბარს ოფიციალური ხასიათი ჯერ არ მიუღია.