მამუკა ხაზარაძე: გახარიასთან მოლაპარაკების შედეგზე თუ გადაწყვეტილება იქნება, პრეზიდენტს ვაცნობებთ

ყველაზე დიდი ოპოზიციური გაერთიანება “ძლიერი საქართველოს” ლიდერის, მამუკა ხაზარაძის თქმით, გიორგი გახარიასთან საუბრისთვის მზად არის და იმ შემთხვევაში, თუ მოლაპარაკებების შედეგი დადგება – შემდეგ აცნობებენ სალომე ზურაბიშვილს, – ასე გამოეხმაურა ხაზარაძე პრეზიდენტის შეთავაზებას, პარტიების ორბელიანების სასახლეში, გაერთიანების საკითხზე მოსალაპარაკებლად მიწვევის შესახებ.
”მე მივესალმები პრეზიდენტის ძალისხმევას საქართველოს ევროპული მისწრაფების მხარდასაჭერად და მისი მხრიდან ამ საქმეში “ძლიერი საქართველოს” როლისა და მნიშვნელობის ხაზგასმას.
როგორც უკვე განვაცხადე, ჩვენ მზად ვართ ყველაფერი გავაკეთოთ ქვეყნის ევროპული განვითარებისთვის და ამისთვის გვერდზე გადავდოთ ყველა პიროვნული საკითხი. ჩვენი გაერთიანება, “ძლიერი საქართველო“ ამის დასტურია. დღეს დილით მე გამოვთქვი მზადყოფნა, ვისაუბრო გიორგი გახარიასთან ამ თემაზე თუ ეს ქვეყანას გამარჯვებას მოუტანს.
თუ, და, როცა იქნება რაიმე ტიპის გადაწყვეტილება ამ მოლაპარაკების შედეგების შესახებ, ჩვენ დაუყოვნებლივ ვაცნობებთ ამას საქართველოს პრეზიდენტს.” – წერს .
(R)