ავსტრია ყველაზე მეტად განიცდის ოვერტურიზმს – კვლევა

იმ მკაცრი ზომების ფონზე, რომელსაც მრავალი ქვეყნის მთავრობა ატარებს ოვერტურიზმთან საბრძოლველად, ავსტრია არის ყველაზე დატვირთული ტურისტული ადგილი მსოფლიოში, სადაც ყოველ ადგილობრივ მცხოვრებზე თითქმის ოთხი ტურისტი მოდის – ეს აჩვენა MoneyTransfers.com-ის კვლევამ, წერს Independent.
გამოცემამ აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთი და საბერძნეთი არაერთი პრობლემა აწყდებიან ოვერტურიზმთან დაკავშირებით, ხალხმრავალი ქალაქის ქუჩებიდან დაწყებული, მათი ბუნებრივი ლანდშაფტების მთლიანობის საფრთხემდე, მათ არ დაიკავეს პირველი ადგილი მცხოვრებლებისა და ტურისტების თანაფარდობაში.
კვლევამ აჩვენა, რომ ავსტრიის ყოველ მცხოვრებზე 3.6 ტურისტი მოდის.
ქვეყნის მოსახლეობა მხოლოდ 9 მილიონია, მაგრამ ავსტრია ყოველწლიურად 32 მილიონ ტურისტს იღებს. მათი უმეტესობა კონცენტრირებულია ვენაში. 2022-დან 2023 წლამდე ქალაქში ღამის თევა 31%-ით გაიზარდა და 17.3 მილიონს მიაღწია, იტყობინება ქალაქის ტურიზმის სამსახური.
interfax