გოცირიძე: თუ ბანკები სანქცირებულებს მოემსახურებიან, საერთაშორისო სანქციის ქვეშ მოექცევიან

პარლამენტის დეპუტატი და ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი -ის მიერ ქართველებისთვის ფინანსური სანქციების დაწესებას ეხმაურება და ამბობს, რომ საქართველოს ბანკები, რომლებიც ხვალიდან სანქცირებულ პირებს მოემსახურებიან, საერთაშორისო სანქციების ქვეშ მოექცევიან.
გოცირიძის თქმით, კომერციულმა ბანკებმა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყონ სანქციის აღსრულება ამ პირთა მიმართ, წინააღმდეგ შემთხვევაში მთელი ქვეყნის საბანკო სისტემა აღმოჩნდება საერთაშორისო იზოლაციაში, რაც ფინანსური სისტემის კოლაფსის ტოლფასი იქნება.
“ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტროს მიერ ოთხი პირისადმი, -ს მაღალჩინოსნებისა და ალტინფოს წარმომადგენლებისადმი დაწესებული იქნა არა სავიზო, არამედ საფინანსო სანქციები, ისეთი სახის, როგორიც იქნა დაწესებული ყოფილი გენერალური პროკურორის, ფარცხალაძის მიმართ. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ბანკები, რომლებიც ამ პირებს ხვალიდან მოემსახურებიან, მოექცევიან საერთაშორისო სანქციების ქვეშ.
ეროვნულმა ბანკმა ფარცხალაძის საქმესთან დაკავშირებით მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვითაც სანქციების აღსრულება საქართველოს მოქალაქეების მიმართ მოხდება მხოლოდ ქართული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ.
დღეიდან ქართული ბანკები წინააღმდეგობაში ვარდებიან – დაიცვან ეროვნული ბანკის დადგენილება თუ დაექვემდებარონ საერთაშორისო სანქციებს. კომერციულმა ბანკებმა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყონ სანქციის აღსრულება ამ პირთა მიმართ, წინააღმდეგ შემთხვევაში მთელი ქვეყნის საბანკო სისტემა აღმოჩნდება საერთაშორისო იზოლაციაში, რაც ფინანსური სისტემის კოლაფსის ტოლფასი იქნება”- წერს გოცირიძე.