თავისუფლების მოედანი: კოალიციაში გადაწყვეტილება პარტნიორის დამატებაზე მიიღება ერთობლივად

თავისუფლების მოედანი კოალიცია ძლიერი საქართველოს გამსხვილებასა და გიორგი გახარიასთან მოლაპარაკებებზე პრეზიდენტის წინადადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ “ნებისმიერი გადაწყვეტილება ახალი პარტნიორის დამატებაზე კოალიციაში მიიღება ერთობლივად ოთხივე წევრის მიერ”.
“თავისუფლების მოედნის პოზიციას განსაზღვრავს ჩვენი წევრების და მხარდამჭერების ღირებულებები და ინტერესები. ჩვენ წარმოვადგენთ პატიოსან, პროფესიონალ და პატრიოტ მოქალაქეებს, რომლებიც იბრძვიან დემოკრატიისთვის, ადამიანის უფლებებისა და საქართველოს ევროპული მომავლისთვის რუსული გავლენის საწინააღმდეგოდ.
ჩვენს მხარდამჭერებს ეს ბრძოლა ხშირად საკუთარი ჯანმრთელობის რისკის ფასად უჯდებათ – რეზინის ტყვიების, მომწამლავი აირისა თუ ხელკეტების პირისპირ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია წინასაარჩევნო ტაქტიკის საკითხები, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია ის ფასეულობები და პრინციპები, რომელთა დასაცავადაც უაღრესად რთულ დროს გადავწყვიტეთ პოლიტიკური საქმიანობის დაწყება”- ნათქვამია განცხაებაში.