Bravo Zuka! – დავითაშვილი ლიგა 1-ის ტურის სიმბოლურში

“სენტ-ეტიენის” ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი 7 ქულით “ეკიპმა” ლიგა 1-ის მეოთხე ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა.
“სენტ-ეტიენმა” გასულ ტურში საკუთარ მოედანზე “ლილი” 1:0 დაამარცხა, დავითაშვილმა კი საგოლე გადაცემა გააკეთა. “მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი ზურიკო დავითაშვილია. ბრავო ზუკა!” – წერს კლუბის საიტი.
peuple-vert-ი აღნიშნავს, რომ სამი წარუმატებელი შეხვედრის შემდეგ, ქართველი მარჯვენა ფლანგზე გაცილებით ეფექტურად თამაშობდა, გადამწყვეტი იყო, მატიე კაფაროს შესნიშნავი საგოლე პასი გაუკეთა, მთელი 90 წუთის მანძილზე საინტერესოდ მოქმედებდა: დრიბლინგებს ახორციელებდა, თამაშს ამწვავებდა, კარში ურტყამდა, მეტოქის დაცვას თავგზა აუბნია და მისი სტატისტიკაც ძალიან საინტერესოა.
სიმბოლურში აგრეთვე ზურიკოს თანაგუნდელები იუნის აბდელჰამიდი და კაფარო მოხვდნენ, ტურის საუკეთესო მწვრთნელად კი “სენტ-ეტიენის” თავკაცი ოლივიე დალ’ოლიო დაასახელეს.
“სენტ-ეტიენი” 20 სექტემბერს სტუმრად “ნიცას” დაუპირისპირდება.