მოისწრაფიშვილი უკრაინის “კოლოსში” არ ითამაშებს

ua-football-ი იტყობინება, რომ უკრაინის პრემიერლიგის “კოლოსმა” 22 წლის ნახევარმცველ გიორგი მოისწრაფიშვილს კონტრაქტი გაუფორმა დ განაცხადშიც შეიყვანა, მაგრამ შემდეგ ხელშეკრულება გაუუქმა.
წყაროს ცნობით, მოისწრაფიშვილმა სამედიცინო შემოწმება ვერ გაიარა და სამშობლოში დაბრუნდა.
მოისწრაფიშვილი თბილისის “დინამოს” აღზრდილია, გასულ სეზონში იჯარით ბელგიის “ბევერენში” თამაშობდა, ამჟამად კი თავისუფალი აგენტია.