ანა დოლიძე – პრეზიდენტის როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი, ახლა შევდივართ საკმაოდ მწვავე ეტაპზე

„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ანა დოლიძის განმარტებით, ამ ეტაპზე კოალიციას გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს, არის თუ არა მზად, რომ გიორგი გახარიას გუნდთან გაერთიანდეს.
მ პრეზიდენტის განცხადება შეაფასა და განაცხადა, რომ პარტია “გახარია საქართველოსთვის” გუნდთან რაიმე სახის ფორმალური მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაცია არ აქვს. თუმცა, ანა დოლიძე აღნიშნავს იმასაც, რომ ამ პროცესში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს უდიდესი როლი აქვს.
“პრეზიდენტის როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი, ახლა შევდივართ საკმაოდ მწვავე ეტაპზე და მისი როლი სტაბილურობის, მშვიდობის, ოპოზიციის მხარდაჭერის, გამხნევების და მშვიდი ცვლილებების უზრუნველყოფისთვის მნიშვნელოვანი იქნება”, – განაცხადა დოლიძემ.
რაც შეეხება ს განცხადებას, ანა დოლიძე განმარტავს, რომ “გახარია საქართველოსთვის” გუნდთან ასეთი სახის მოლაპარაკებების დასაწყებად ან გასაერთიანებლად დაბრკოლება არ არსებობს.
“კვლევებს თუ შევხედავთ, განსაკუთრებით ბოლოს, ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ჩამოყალიბდა 4 ცენტრი. ჩანს, რომ ჩვენ ვლახავთ ბარიერს და ვაკომპლექტებთ შემდეგ მთავრობას. ამ ცენტრებში ცალ-ცალკე მოიაზრება “ძლიერი საქართველო” ჩვენი მონაწილეობით და ასევე, ცალკე მოიაზრება გახარიას პარტია. თუმცა, როგორც მ ერთხელ განაცხადა, პირადი რაიმე დაბრკოლება ამ მოლაპარაკებებისთვის არ არსებობს, გაერთიანებისთვისაც არ არსებობს, მთავარი კითხვა არის, მოიტანს თუ არა ეს გაერთიანება უფრო დიდ ეფექტს, ვიდრე დღეს გვაქვს. მახასიათებლები ჩვენს ორ შემადგენლობას აბსოლუტურად განსხვავებული აქვს. დღეს გვაქვს ჩვენ მოცემულობა-4 ცენტრი გვყავს, 4 ცენტრი ვიგებთ არჩევნებს და ვაკომპლექტებთ მთავრობას. თუ არსებობს რაიმე მონაცემები, რომელიც გვაჩვენებს, რომ კიდევ უფრო დიდი ეფექტის მიღწევა შეიძლება ამით, მაშინ ეს განსახილველია”,- განაცხადა დოლიძემ.
მისი თქმით, ყველა ასეთი სერიოზული გადაწყვეტილება კოალიციის შემადგენლობაში იქნება მიღებული.
“პირადი პრობლემა არავის მხრიდან არ არსებობს. ჩვენ დღეს უკვე გვაქვს მოცემულობა კვლევებით, რომ 4 ცენტრია, რომელიც იგებს არჩევნებს და აკომპლექტებს მთავრობას. თუ რაიმე განსაკუთრებული მონაცემები არსებობს, რომ კიდევ არის რაიმე დამატებით საჭირო, მზად ვარ, მეც მოვისმინო”,-განაცხადა დოლიძემ.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი , ხვალ, 17 სექტემბერს ორ პოლიტიკურ ძალას : „ძლიერ საქართველოს“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ორბელიანების სასახლეში ელოდება მოლაპარაკებების ბოლო ეტაპის დაუყოვნებლივ გამართვისთვის. პრეზიდენტი ,,ძლიერი საქართველოს” და ,,გახარია საქართველოსათვის” წარმომადგენლებს 15:00 საათზე ელოდება.

ასევე დაგაინტერესებთ