ელგუჯა ბაგრატიონი გიორგი კირთაძესა და წევრთა ნაწილზე – ეს ადამიანები ცხრა თვეა პარტიიდან არიან გასული და ცდილობდნენ „ნაციონალური მოძრაობა“ დაეზიანებინათ – მათ წასვლის გადაწყვეტილება უბრალოდ ახლა გააფორმეს

სამწუხაროდ, ეს ადამიანები რვა-ცხრა თვეა პარტიიდან არიან გასული და ამ ხნის განმავლობაში ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ პარტია დაეზიანებინათ. მათ ეს გადაწყვეტილება რამდენიმე თვის წინ მიიღეს, უბრალოდ დღეს გააფორმეს ოფიციალურად, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ელგუჯა ბაგრატიონმა განაცხადა.
მისივე განცხადებით, „მხოლოდ მიხეილ სააკაშვილს და ენმ-ს შეუძლია ბიძინა ივანიშვილის დამარცხება.
„სამწუხაროდ, ეს ადამიანები რვა-ცხრა თვეა პარტიიდან არიან გასულები და ამ ხნის განმავლობაში, ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ, პარტია დაეზიანებინათ. მიუხედავად ყველანაირი მცდელობისა, სამწუხაროდ, მათ ეს გადაწყვეტილება რამდენიმე თვის წინ მიიღეს, უბრალოდ დღეს გააფორმეს ეს ოფიციალურად. მე მართლაც წარმატებებს ვუსურვებ მათ ახალი პლატფორმიდან, თუ ისინი ბიძინა ივანიშვილის და „რუსული ოცნების“ წინააღმდეგ იბრძოლებენ, მხოლოდ და მხოლოდ მაშინ შემიძლია ვუსურვო წარმატება ამ ბრძოლაში.
რაც შეეხება ამ ადამიანების გადაწყვეტილებას და ისინი იყვნენ თუ არა ამ ცხრა თვის განმავლობაში პარტიის წევრები, ეს ყველაფერი საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, ძალიან კარგად. ყველამ კარგად იცის, რომ მხოლოდ მიხეილ სააკაშვილს და ენმ-ს შეუძლია ბიძინა ივანიშვილის დამარცხება და ხალხის ამოყვანა ამ ჭაობიდან და ევროპისკენ გზის გაგრძელება“, – განაცხადა ელგუჯა ბაგრატიონმა.
ცნობისთვის, აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი კირთაძემ და ასევე, ბათუმის ორგანიზაციის წევრების ნაწილმა პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვეს. აღნიშნულის შესახებ გიორგი კირთაძემ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

ასევე დაგაინტერესებთ

Amnesty International – საქართველოში სამოქალაქო ჯგუფები, მედია, პარტიები და პოლიტიკოსები სამიზნედ იქცნენ რეპრესიული კანონმდებლობისა და პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი დევნის გამოყენებით

გიორგი ვაშაძე კახა კალაძეს – 70%-იანი მხარდაჭერა მაქვსო, ამბობ, არა? თუ ასე დარწმუნებული ხარ საკუთარ ლეგიტიმაციაში, წამოდი დაცვისა და „ფერარის“ გარეშე გავიაროთ თბილისის ქუჩებში, ვნახოთ, ხალხს ვისთან რა სათქმელი ექნება

სუს: BBC-ის ინფორმაცია „კამიტის“ მომიტინგეთა წინააღმდეგ გამოყენების შესახებ მიზანმიმართული დეზინფორმაციაა – საქართველოს მოქალაქეების და ფილმის ავტორების მოქმედებები, მტრული მიზნების მისაღწევად კარგად ორგანიზებულ და კამპანიურ ხასიათს ატარებდა